Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბელგია დაისვენებს, კორეა სასწაულს ელის
2014-06-26 15:22 | ნახვები: 2548
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მუნდიალის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის წინ, ბელგიელთა ამოცანა მარტივია. მარკ ვილმოტსის შეგირდებს არცთუ ძლიერ სამხრეთ კორეასთან ყაიმიც კი ჯგუფში პირველ ადგილს მოუტანს, აზიელებს კი ურთულესი მისია აქვთ. მათ ბელგიას დიდი ანგარიშით უნდა სძლიონ და თანაც რუსეთ-ალჟირის შეხვედრაში სასურველ შედეგს დაელოდნონ...
სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ბელგიელები რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენებას გეგმავენ. მაგალითად, გადაწყვეტილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ტომას ვერმაელენი და ვენსან კომპანი.
“დიახ, მათ ბოლო ვარჯიშები გამოტოვეს”, - აღნიშნა ვილმოტსმა, “თუმცა, იმედია, ვერმაელენი და კომპანი მერვედფინალისთვის მზად იქნებიან. მათ უმნიშვნელო ტრავმები აქვთ და დასვენებამ სწორედაც რომ დროზე მოუსწროთ. მძიმე სეზონის შემდეგ, ტომასი და ვენსანი გადატვირთულები არიან”.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სათადარიგოთა სკამზე იქნებიან კიდევ ერთი მცველი ტობი ალდერვეირელდი და ნახევარმცველი აკსელ ვიტსელი, რომელთაც თითო გაფრთხილება გააჩნიათ და დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე დგანან. დიდი ალბათობით, დასვენების საშუალება მიეცემა 36 წლის ვეტერან დანიელ ვან ბუიტენსაც. მიუხედავად ამისა, ვილმოტსი არ თვლის, რომ ნაკრები მე-2 შემადგენლობით ითამაშებს.
“ჩვენ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ გაურკვეველი გათვლებით დავკავდით და რაც მივიღეთ, ყველას გვახსოვს. მეორე შემადგენლობას არცერთ მატჩზე არ გავიყვან, მათ შორის, არც სამხრეთ კორეასთან”.
სასწაულის მოლოდინშია სამხრეთ კორეის ნაკრების თავკაც ჰონ მიონ ბო, რომლის აზრითაც მისმა გუნდმა ალჟირთან უკეთ ითამაშა, ვიდრე – რუსეთთან, თუმცა კი, სასურველი შედეგი ვერ მიიღო.
“ბელგიელებს პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვთ და სულ სხვა მიზნებისთვის იბრძვიან, ჩვენთვის კი სასიცოცხლო მატჩი დრო დგება. მინდა ვთქვა, რომ ნაკრების ყველა წევრს თამაშის მნიშვნელობა სრულად აქვს გათავისებული. მათ გასულ მატჩებშიც ყველაფერი გააკეთეს და ახლაც, მაქსიმალურად დაიხარჯებიან.
კორეელ ხალხს სასწაულის სჯერა და ვეცდებით, მათ იმედები არ გავუცრუოთ. სანახაობრივი თამაში ერთია, თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი ქულებია. მაგალითად, ალჟირთან მომენტებში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ვერაფერს გავხდით, რუსეთთან “ჩაკეტილ” თამაშში კი ქულას გამოვრჩით. სხვაობა თვალსაჩინოა”.
აქამდე, ბელგიას და სამხრეთ კორეას სამჯერ უთამაშიათ და უპირატესობა ევროპელთა მხარესაა: 2 გამარჯვება, 1 ყაიმი. ბოლოს გუნდები ერთმანეთს 1999 წელს ამხანაგურად გაეჯიბრნენ და ბელგიამ 2:1 იმარჯვა.

სან პაულუ. “არენა სან პაულუ”. 24:00
სამხრეთ კორეა – ბელგია
სავარაუდო შემადგენლობები
სამხრეთ კორეა: ჯუნგ სუნგ-რიონგი, ლი იონგი, ჰონგ ჯეონგ-ჰო, კიმ იონგ-გვონი, იუნ სუკ-იონგი, ჰან კოოკ-იონგი, კი სუნგ-იუენგი, ლი ჩუნგ-იონგი, კოო ჯა-ჩეოლი, სონ ჰეუნგ-მინი, პარკ ჩუ-იუნგი.
მწვრთნელი: ჰონ მიუნ ბო.
ბელგია: კურტუა, ბორე, სიმანი, ლომბერტსი, ვერტონგენი, დემბელე, დეფური, მირალაში, ჩადლი, აზარი, ორიგი.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047428