Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დეშამი ნიგერიაზეა კონცენტრირებული
2014-06-26 17:20 | ნახვები: 1607
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, ეკვადორთან უგოლო ფრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ ფიქრობს თუ რამდენად შორს წავა მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე და მთლიანად 1/8-ფინალში ნიგერიასთან მატჩზეა კონცენტრირებული.
მან აღნიშნა, რომ ეკვადორთან გამარჯვება სურდათ და საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, რომლებიც ვერ გამოიყენეს, რაშიც ხელი მეტოქის მეკარე დომინგესმა შეუშალა. თუმცა, მწვრთნელის აზრით მთავარი ისაა, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ.
მისი თქმით, შვეიცარიასთან გამარჯვების შემდეგ, ზოგი ფიქრობდა, რომ მსოფლიო ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები იყვნენ, მაგრამ ეკვადორმა საუკეთესო თვისებები გამოავლინა და რთული მატჩი აღმოჩნდა.
დეშამის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატს ბევრი მაღალი დონის გუნდი გამოეთიშა, რაც გასათვალისწინებელია. ამიტომ, არ ფიქრობს თუ რა შანსი აქვს საფრანგეთს 1998 წლის წარმატება გაიმეოროს და მხოლოდ ნიგერიასთან დაპირისპირებაზეა ორიენტირებული.
ნიგერიელების შეფასებისას მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ აფრიკელებს სოლიდური გუნდი ჰყავთ, რომელთან დაპირისპირება არგენტინასაც გაუჭირდა. მისი აზრით, ნიგერიას ძალიან კარგი დაცვა ჰყავს და შეტევაც შეუძლია. ამიტომ, რთული ბრძოლა ელით.
დეშამმა ისიც თქვა, რომ სამხრეთ ამერიკისა და ცენტრალური ამერიკის ნაკრებები კარგ კონდიციებში იმყოფებიან, ხოლო ევროპელებს გაუჭირდათ.
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული, რაც ფეხბურთელებთან ერთად მისი და დანარჩენი მწვრთნელების დამსახურებაა. შნაიდერლინის დახასიათებისას მწვრთნელმა თქვა, რომ ამ ძალიან კარგ ფეხბურთელს ფართო საზოგადოება კარგად არ იცნობს და მას თავის წარმოჩენის საუცხოო შანსი ჰქონდა. მწვრთნელმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ შნაიდერლინმა პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი ჩაატარა.
მწვრთნელს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებზეც დაეკითხნენ და დეშამმა უპასუხა, რომ 23 მოთამაშე იმიტომ ჰყავს, რომ ზოგიერთს ვინც ცოტა დაიღალა, დასვენების საშუალება მისცეს. თან დაამატა, რომ დაბალანსებული გუნდი ჰყავს. სახო კი იმიტომ შეცვალა, რომ მცველმა მცირე ტრავმა მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი ფრანგული ტელეარხისთვის მატჩს ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი და საფრანგეთის ნაკრების ექსმცველი ბიქსენტ ლიზარაზუ უძღვებოდნენ. ორივე მათგანი სამახსოვრო ფოტოს გადაღებას სიამოვნებით დამთანხმდა და ვენგერმა საფრანგეთი-ეკვადორის მატჩის მედია ბილეთზე ავტოგრაფიც დამიტოვა.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.08537