Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სუარესს ფეხბურთი განზე დარჩა
2014-06-26 21:05 | ნახვები: 7481
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ლუის სუარესი ეროვნული გუნდის მაისურით მომავალ 9 მატჩში ვერ ითამაშებს, 4 თვის განმავლობაში კი, ვერც საკლუბო ფეხბურთით დაკავდება და საერთოდ, სტადიონზე შესვლის უფლებაც არ ექნება.
უკვე გამოითვალეს, რომ საერთო ჯამში, ურუგვაელი ფეხბურთელი 22 მატჩს გამოტოვებს. სანაკრებო ბატალიების გარდა, თუკი “ლივერპულში” დარჩა, სუარესი ინგლისური პრემიერლიგის – 9, ჩემპიონთა ლიგის – 3 და ლიგის თასის მინიმუმ ერთ შეხვედრას დააკლდება. ამასთან, ლუისი ფულადი ჯარიმის სახით 100 ათას შვეიცარიულ ფრანკსაც გადაიხდის.
სუარესის ესოდენ მკაცრი სასჯელის მიზეზი ურუგვაის და იტალიის ნაკრებთა მატჩში მომხდარი ეპიზოდი გახდა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა იტალიელ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რაც მსაჯს შეუმჩნეველი დარჩა, კამერებს კი არაფერი გამოჰპარვიათ.
საინტერესოა, რომ 2010 წლიდან მოყოლებული სუარესი მეტოქეთა კბენის გამო, უკვე მესამედ დასაჯეს. ოტმან ბაკალოსთან და ბრანისვალ ივანოვიჩთან დაკავშირებული ინციდენტების კვალად, ლუისს ჯამში 17 მატჩი აქვს გამოტოვებული.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049301