|
გამოუყენებელ შესაძლებლობათა გუნდი...
2014-06-26 23:01 | ნახვები: 3792
123
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი 26 ივნისს დასრულდა, წინ პლეი ოფის მეტად საინტერესო მატჩებია, ამიტომაც შორსმიმავალი დასკვნის გაკეთება ნაადრევია, თუმცა, ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას - პორტუგალიის ნაკრებს გაცილებით მეტი შეეძლო და პაულუ ბენტუს გუნდმა ჯგუფიდან ვერგასვლა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
მართალია, დასავლეთპირენელებს გარკვეულწილად ბედმა უმუხთლა და ბევრმა მისმა ფეხბურთელმა ტურნირის მსვლელობისას ტრავმა მიიღო, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა პარტნიორებმა პოტენციალი სანახევროდაც რომ ვერ გამოავლინეს, არ გვგონია საკამათო თემის საგანი იყოს. პორტუგალიას გერმანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით რომ არ წაეგო, ამერიკელებთან დაკარგული 2 ქულის მიუხედავად, მერვედფინალში გასვლა თავისუფლად შეეძლო. კევინ პრინს ბოატენგისა და სალი მუნტარის გარეშე მოთამაშე დემორალიზებულ განასთან პირენელებმა 2:1 იმარჯვეს, არადა, მას შემდეგ რაც ანგარიში 2:1 გახდა, პორტუგალიელებს მინიმუმ ოთხჯერ შეექმნათ რეალური საგოლე მომენტი. აქედან სამჯერ თავის გამოჩენა რონალდუს შეეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ ტრავმის გამო შეცვლილი პორტუგალიელთა მეკარე ბეტუ სათადარიგოთა სკამზე ქვითინებდა - კიპერმა მთლიანად თანაგუნდელებისა და მისი ნაკრების მრავალრიცხოვან გულშემატკივართა განწყობა გამოხატა... პორტუგალია – განა 2:1 (1:0) 26.06. ბრაზილია. “ესტადიო ნასიონალი”. 67450მაყურებელი პორტუგალია (4-3-3): ბეტუ (ედუარდუ, 89), პეპე, პერეირა (ვარელა, 62), ალვეში, ველოზუ, მოუტინიუ, ამორიმი, კარვალიუ, ედერი (ვეირინია, 69), რონალდუ, ნანი. მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ განა (4-2-3-1): დაუდა, ასამოა, ბოიე, აფული, მენსა, ანდრე აიუ (ვაკასო, 81), ატსუ, რაბიუ (აქვა, 76), ბადუ, უორისი (ჯორდან აიუ, 71), გიანი. მთავარი მწვრთნელი: ჯეიმს კვესი აპია გოლი: 1:0 ბოიე (31-საკ კარში). 1:1 გიანი (57). 2:1 რონალდუ (80). ბურთის ფლობა: 55:45. ზუსტი დარტყმა: 7:5. დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 10:11. კუთხური: 7:4. თამაშგარე: 0:3. ჯარიმა: 20:19. გაფრთხილება: აფული, უორისი, ჯორდან აიუ, მოუტინიუ. მსაჯი: ნავაფ შუკრალა (ბაჰრეინი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია