Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ფენომენმა” ფანები დააფასა
2014-06-27 10:19 | ნახვები: 6334
ლაშა თაბაგარის ფოტოები: რონალდო “ფიფა ფან ფესტში”
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, “ფენომენად” წოდებულმა რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული გულშემატკივრები დააფასა. გერმანია-აშშ-ს ეროვნული ნაკრებების მატჩის შესვენების დროს, რონალდო რიო დე ჟანეიროში “ფიფა ფან ფესტში” მივიდა. მისი სტუმრობა დაანონსებული არ იყო. “ფიფა ფან ფესტში” შოუს წამყვანმა ყველასთვის მოულოდნენლად გამოაცახდა, რომ ფანებს “ფენომენი” რონალდო მიესალმებოდა.
ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რომლის დუბლის წყალობითაც, გერმანიასთან ფინალში, 12 წლის წინ ბრაზილიელებმა მუნდიალი მეხუთედ მოიგეს, სცენაზე რამდენიმე წუთი დაჰყო. ის ინგლისურ ენაზე გულშემატკივრებს მიესალმა, მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. ათასობით ქომაგი რონალდოს ოვაციით შეხვდა.
“ფენომენის” ინდივიდუალური ჯილდოებისა და მოპოვებული ტიტულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია (1994, 2002) და ერთხელ ვერცხლის მედლის მფლობელი (1998), “ოქროს ბურთი” ორჯერ მოუგია (1997, 2002), სამჯერ ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა (1996, 1997, 2002), კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე ჩატარებულ 733 მატჩში 509 გოლი გაუტანია, ხოლო ბრაზილიის ნაკრების მაისურით გამართულ 98 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 62-ჯერ აუღია.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047814