![]() |
|
ორეულები და კრიშნაიტები
2014-06-27 20:39 | ნახვები: 6360
![]()
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
1234567891011
მოკლედ, რა ხალხს აღარ გადააწყდები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს რიო დე ჟანეიროში.
“მარაკანას” სტადიონთან დიეგო მარადონასა და კარლოს ვალდერამას ორეულებს შეხვდები, რომლებიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ბურთით ტექნიკურ ილეთებს შეასრულებენ. მთლად ვერ ბრწყინავენ, მაგრამ რა ქნან, თავს ირჩენს ხალხი. უცებ, “ფიფა ფან ფესტში”, შესაძლოა, მაიკლ ჯექსონის ორეული გამოჩნდეს, რომელიც ქომაგებს ლუდისთვის ფულს თხოვს. ჩარლი ჩაპლინის ორეულიც სეირნობდა “კოპაკაბანას” სანაპიროზე. ამერიკელი რის ამერიკელია, “სუპერმენის”, ან “ელვისის” ფორმა თუ არ მოირგო. გერმანიასთან მატჩში “სუპერმენი” აქტიურად ქომაგობდა, ხოლო “ელვისები”, შეხვედრის შემდეგ, “ფიფა ფან ფესტთან” მდებარე ბარში მაგიდას მიუსხდნენ. ასაკოვან გერმანელსაც გადააწყდები, რომელიც ბრაზილიურ ბენდთან ერთად დაირაზე უკრავს. კრიშნაიტებიც არიან, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ტანსაცმელში გამოწყობილნი, “ჰარი კრიშნას” მღერიან. თუმცა, ერთმა ქომაგმა, როგორც იტყვიან, “დამაჯერა”. უფრო სწორედ, მისმა პლაკატმა, რომელიც ფოტოზე მაშინვე დავაფიქსირე. გერმანიის ნაკრების ფორმა ეცვა, ხოლო პლაკატზე წარწერა ინგლისურად გაეკეთებინა და დედას ცოტა ფულის გამოგზავნას თხოვდა. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია