Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჰორსტ ეკელი: “პლანეტის ჩემპიონობა მთელმა გერმანელმა ერმა მოიპოვა”
2014-06-27 21:58 | ნახვები: 3829
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
60 წლის წინ შვეიცარიის მსოფლიოს პირველობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა ფინალში უნგრეთი დაამარცხა და პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტული მოიპოვა. გერმანელთა იმდროინდელი ნაკრებიდან სადღეისოდ ცოცხლები მხოლოდ ჰორსტ ეკელი და ჰანს შაფერი არიან.
82 წლის ჰორსტ ეკელის სახელი და გვარი, შესაძლოა, ფეხბურთის დღევანდელ გუნლშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ თავის დროზე ჰერ ჰორსტი მაღალოსტატური თამაშით გამოირჩეოდა და დასავლეთ გერმანიის ნაკრების ტრიუმფში მნიშვნელოვანი წვლილიც აქვს შეტანილი. ეკელმა შვედეთის 1958 წლის მუნდიალზეც იასპარეზა და თანანაკრებებელთან ერთად ნახევარფინალამდე გააღწია. საკლუბო დონეზე ჰორსტ ეკელი “კაიზერსლაუტერნის” ღირსებას იცავდა. ვერცხლისწყალივით მოძრავმა გარემარბმა ამ გუნდის ღირსება 214 მატჩში დაიცვა და 34 გოლიც გაიტანა, 1951 და 1953 წლებში კი ფედერაციული გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონმა ბავშვთა გაწვრთნას მიჰყო ხელი, ამჟამად კი პენსიონერი ეკელი მხოლოდ “საფეხბურთო მეთვალყურის” როლს სჯერდება.
- შვეიცარიის 1954 წლის მუნდიალზე გერმანიას ფავორიტად არავინ მიიჩნევდა...
- არათუ ფავორიტად, ტურნირის აუტსაიდერად მოგვიხსენიებდნენ. იმ ფინალს კი მოგვიანებით “ბერნის სასწაული” დაარქვეს.
- 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებიდან უპირველესად რომელი მოგონება ცოცხლდება თქვენ გონებაში?
- 60 წლის გადასახედიდან ამ თემაზე საუბარი ძნელია. მას შემდეგ რამდენმა წყალმა ჩაიარა... შვეიცარიის მუნდიალზე ჩვენმა კინოდოკუმენტალისტებმა ფილმი დაამონტაჟეს და რამდენჯერაც ეს სურათი ტელევიზიით გადაიცა, იმდენჯერ შინ არ გახლდით... ჩვენი მწვრთნელის ზეპ ჰერბერგერის სადამრიგებლო ალღო და ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადების უნარი მსურს აღვნიშნო. ყოველი მომდევნო მატჩის დროს ჰერბერგერი ისეთ თავსატეხს უჩენდა მოწინააღმდეგეთა მწვრთნელებს, რომ ისინი სათანადო კონტრზომას მსაჯის საფინალო სასტვენამდე ვერ პოულობდნენ. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაუფლებამ ჩემ ცხოვრებაში არაფერი შეცვალა. როდესაც “კაიზერსლაუტერნში” თამაში დავიწყე, საკუთარ თავს შთავაგონე, ჰორსტ, რასაც არ უნდა მიაღწიო, ცხვირი არ აიბზუო და ყოველთვის ორივე ფეხით მიწაზე მდგომი დარჩი. ამ პრინციპისთვის არასდროს მიღალატია.
- გერმანიის ნაკრების ტრიუმფი უპირველესად რომელმა ფაქტორმა განაპირობა? ყოველ შემთხვევაში, სასტარტო მატჩში უნგრელებთან 3:8 დამარცხებამ ბუნდესნაკრების აქციები მაღლა ნამდვილად არ ასწია...
- ბიჭები ერთ მუშტად შეკრულები რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი გამოგვივიდოდა. მაშინდელ გუნდში ყველანი მეგობრები ვიყავით. ჩვენი თაობის მიდგომაც სრულიად განსხვავებული გახლდათ - ლამის უანგაროდ ვთამაშობდით. 2006 წლის მუნდიალის ფინალში გასვლისთვის გერმანიის ნაკრების მოთამაშეებს პრემიის სახით თითოეულს 250 ათას ევროს დაჰპირდნენ, ჩვენ კი მსოფლიოს ჩემპიონობისთვის შავ-თეთრი ტელევიზორითა და სკუტერით დაგვაჯილდოვეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ იმ დროისთვის ეს საგნები ლამის ფუფუნების ნივთებად მიიჩნეოდნენ.
- თქვენ ზეპ ჰერბერგერის საყვარელ მოთამაშედ ითვლებოდით. მაინც რით დაიმსახურეთ მთავარი მწვრთნელის ესოდენ დიდი სიყვარული და დაფასება?
- არ მეგონა, თუკი ჩემდამი ჰერბერგერის დამოკიდებულება დღეს ვინმეს ახსოვდა. ჩვენმა დამრიგებელმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდა ნებისმიერი ფეხბურთელის შესაძლებლობათა ზღვარი. მტკიცე ნერვული სისტემით გამოვირჩეოდი და ნებისმიერ შეხვედრაში მინდორზე 100 პროცენტით ვიხარჯებოდი. ჩემმა თავდადებამ და მონდომებამ თავის დროზე ბევრი გააოცა - 5 წელიწადში მესამე ლიგის გუნდის მოთამაშიდან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მატარებელ ფეხბურთელამდე შევძელი ნახტომის გაკეთება. სხვათა შორის, ჰერბერგერს უნგრელთა რიგებში უძლიერეს ფეხბურთელად ნანდორ ჰიდეგკუტი მიაჩნდა და არა ფერენც პუშკაში. ფინალშიც ძირითადი აქცენტი ჰიდეგკუტის განეიტრალებაზე გავაკეთეთ და მოგება გარკვეულწილად ამითაც გახლდათ განპირობებული.
- ისტორიკოსები სრული სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ გერმანული “ეკონომიკური სასწაულის” ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი მომენტი ბუნდესნაკრების მიერ 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონობა გახდა...
- ახალს არაფერს ვიტყვი, თუკი მოგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არც ფინალში მოთამაშე 11 ფეხბურთელი და არც მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში შეყვანილი 22 მოთამაშე იყო - პლანეტის ჩემპიონობა მთელმა გერმანელმა ერმა მოიპოვა.
ტეგები:
ჰორსტ ეკელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042474