Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პეკერმანმა სუარესის თემაზე საუბარს თავი აარიდა
2014-06-28 12:05 | ნახვები: 4702
ლაშა თაბაგარის ფოტოები
123456789101112
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა, “მარაკანაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე, ფიფას მიერ ურუგვაელი ფორვარდის ლუის სუარესის ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის სამართლიანობაზე დასმულ კითხვას თავი აარიდა. პეკერმანი და კოლუმბიელთა მეკარე დავიდ ოსპინა, რიო დე ჟანეიროს საცობების გადამკიდე, პრესკონფერენციაზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადნენ.
პეკერმანის თქმით, სუარესის დისკვალიფიკაცია ძალიან მგრძნობიარე საკითხია, მაგრამ ურუგვაის ერთი ფეხბურთელის გუნდად არ განიხილავს და მისთვის მთავარი გამარჯვებაა. მან აღნიშნა, რომ კოლუმბია მნიშვნელოვანი გამოცდის წარმატებით ჩაბარებას შეეცდება.
მწვრთნელის აზრით, რთული შეხვედრა ელით და მიზანს რომ მიაღწიონ, ისე უნდა ითამაშონ, როგორც არასოდეს. პეკერმანის განცხადებით, შესაძლოა, ამა თუ იმ მოთამაშის არყოლით არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდე, მაგრამ გამარჯვების რწმენა და სურვილი არასოდეს დაკარგო. მან ხაზი გაუსვა, რომ კოლუმბია მოგებებით ჯერ არ დაღლილა.
პეკერმანმა ისიც დაამატა, რომ კოლუმბიისა და ურუგვაის შეხვედრა, ორი განსხვავებული ისტორიის მქონე გუნდის დაპირისპირებაა. იგი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებმა ამბიცია, სურვილი და კონკურენციის გაწევის უნარი უნდა აჩვენონ. მწვრთნელის აზრით, გუნდი კარგადაა მომზადებული და იმედი აქვს, წარმატებას მიაღწევს. მან პრესკონფერენციაზე რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ ურუგვაი ძალიან სერიოზული მეტოქეა, რომელსაც პატივს სცემს.
არგენტინელი ბედნიერია კოლუმბიის ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობასთან მუშაობით და ისიც დაამატა, რომ ბოლო თამაშში გატანილი ორი გოლით ძალიან ისიმოვნა.
თავის მხრივ, ოსპინამ თქვა, რომ მომავალი მატჩის მნიშვნელობა კარგად ესმის და ურუგვაის პატივს სცემენ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ. მეკარემ ისიც განაცხადა, რომ “მარაკანაზე” თამაში კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. მას მიაჩნია, რომ სუარესი ურუგვაელებისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, თუმცა, მოწინააღმდეგეს ისეთი დონის ფეხბურთელები ჰყავს, როგორც კავანი და როდრიგესია. თან დაამატა: “დანაკლისი ყველა გუნდს აქვს და ჩვენ ფალკაო გვაკლიაო”.
ოსპინას აზრით, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო მოთამაშე მისი თანაგუნდელი ჯეიმს როდრიგესია.
პრესკონფერენციის შემდეგ, კოლუმბიის ნაკრებმა “საო ჟენუარიოზე” ივარჯიშა, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ვასკუ და გამას” საშინაო არენაა. ფიფას მიერ სპეციალურად გამოყოფილმა ავტობუსმა სტადიონზე ჟურნალისტები და ფოტოგრაფებიც წაგვიყვანა. კოლუმბიელებს “ვასკუ და გამას” არენას კარებთან ფანები ელოდებობდნენ და გუნდს გარედან შეძახილებით ამხნევებდნენ.

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042599