Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
1962, 1998 და 2010 დღეს არაფერს ნიშნავს
2014-06-28 12:32 | ნახვები: 3402
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ჩილეს ყველაზე მეტად ბრაზილია ამწარებს. თავად განსაჯეთ, რამდენჯერაც “ლა როხა” მუნდიალის ჯგუფიდან გასულა და ფლეი-ოფში უთამაშია, იმდენჯერ ბრაზილიას შეხვედრია და წაუგია. 1962 წელს ჩილემ 2:4 წააგო ნახევარფინალი, 1998 წელს მერვედფინალში 1:4, ხოლო გასულ მუნდიალზე ასევე მერვედფინალში 0:3. და ახლა კვლავ მერვედფინალურ სტადიაზე ხვდებიან ეს ნაკრებები...
ხორხე სამპაოლის გუნდს დაუშავდა გარი მედელი, რომელიც ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ნაკრებში დაცვაში თამაშობს. რთული იქნება მისი სრულფასოვნად შეცვლა.
აი, ბრაზილიას კი გაცილებით სოლიდური სკამი აქვს და მაგალითად, დავიდ ლუიზმა რომ ვერ ითამაშოს (მცირე ტრავმა აწუხებდა გუშინ), დანტე შეცვლის. ლუიშ ფელიპე სკოლარი ვარჯიშზე “ძირითადებთან” ერთად ათამაშებდა ფერნანდინიოს და ლოგიკურიცაა, რომ “მანჩესტერ სიტის” საყრდენი დღეს სასტარტოში ვიხილოთ. ფერნანდინიომ კამერუნთან გოლი გაიტანა და საერთოდაც, უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე პაულინიო.
სხვათა შორის, “ძირითადებთან” ერთად ივარჯიშა არა დანი ალვეშმა, არამედ მაიკონმა. ვითომ, მაიკონს ვიხილავთ მარჯვენა მცველად? ვნახოთ. ფაქტია, ალვეში მუნდიალზე იმ ალვეშის აჩრდილია, “ბარსელონას” საუკეთესო წლებში რომ თამაშობდა.
მთლიანობაში, ეს ნაკრებები 74-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 52-ჯერ ბრაზილიამ მოიგო, 15 მატჩი ფრედ დასრულდა, ჩილელებმა კი 7-ჯერ იმარჯვეს. ბურთების შეფარდება: 167:61. ჩილემ ბოლოს 2000 წლის აგვისტოს მოუგო ბრაზილიას – 3:0. ეს მოხდა მუნდიალის შესარჩევში. მას შემდეგ გუნდები 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
სკოლარის ეს სტატისტიკა გაახსენეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ეს არაფერს ნიშნავს: “ჩილეს ახლა სხვა გუნდი ჰყავს და ჩვენც შევიცვალეთ”.
მართალიცაა “დიდი ფილი”: “ლა როხამ” ჯგუფურ მატჩებში მშვენივრად ითამაშა, განსაკუთრებით კი, ესპანეთთან 2:0 მოგებულ მატჩში. ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩილე ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 4 წლის წინ იყო.
და ნეიმარზე. სკოლარის ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ბრაზილიელთა 10 ნომერს, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს:
“გაიგეთ, რომ ნეიმარი თამაშობს ნაკრებისთვის და მთლიანად ბრაზილიისთვის. ის არ თამაშობს მხოლოდ იმიტომ, რომ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”.
28 ივნისი. 20:00. ბელუ-ორიზონტი. ‘მინეირაო”
ბრაზილია-ჩილე
ბრაზილია: ჟულიო სეზარი, ალვეში, დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, მარსელო, ფერნანდიონიო, ლუის გუსტავო, რამირესი, ოსკარი, ნეიმარი, ფრედი.
ჩილე: ბრავო, ისლა, ხარა, სილვა, როხასი, მენა, არანგისი, ვიდალი, დიასი, სანჩესი, ვარგასი.
მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043461