Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კოლუმბია არნახული მიღწევის ზღვარზე
2014-06-28 13:09 | ნახვები: 3582
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ლუის სუარესი – ალბათ, ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ამ მუნდიალზე. სადაც არ უნდა გაიხედო, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობენ, ისე როგორ იქნება, ურუგვაელის კბენის ამბავს არ შეეხონ. რატომ იკბინება ეს კაცი და რას ერჩის მეტოქეებს? უპირველესად, საკუთარ თავს ერჩის, მესამე კბენა აღარ გაუვიდა და არათუ მუნდიალს, არამედ 4 თვის განმავლობაში ფეხბურთს დაემშვიდობა.
როგორც კი მისი დისკვალიფიკაციის ამბავი გამოცხადდა, საბუკმეკერო კანტორებში კოლუმბიის მოგებაზე მოცემულმა ფსონმა მნიშვნელოვნად დაიწია. ხოსე პეკერმანის გუნდი ჯერ ისედაც არ ითვლებოდა წყვილში აუტსაიდერად, რადგან ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და აქედან, ორი შეხვედრა დიდი ანგარიშით. კოლუმბიას თამაშშიც აშკარად ეტყობა, რომ რესურსი შემონახული აქვს. და წარმოიდგინეთ, ამ გუნდს ფალკაოც რომ ჰყავდეს...
ეს ის მატჩია, რომელშიც განსაკუთრებული როლი დაეკისრებათ ედისონ კავანისა და დიეგო ფორლანს, რომელიც, დიდი ალბათობით, სასტარტოში გამოჩნდება. კავანის ხშირად აკრიტიკებენ, ნაკრებში ისეთ დონეზე ვერ თამაშობს, როგორც კლუბშიო და დროა, პსჟ-ის ვარსკვლავმა პასუხი შედეგიანი თამაშით გასცეს. აი, ფორლანი კი... საეჭვოა, რომ წინა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა თუნდაც ოდნავი კვალი ვერ დატოვოს ბრაზილიაში.
ორი ასაკოვანი სპეციალისტის დაპირისპირება – ხოსე პეკერმანი თუ ოსკარ ტაბარესი? ბევრი ინტრიგაა და ერთიც: კოლუმბიას არასოდეს უთამაშია მუნდიალის მეოთხედფინალში. ამას 1994 წელს ელოდნენ, მაგრამ ვალდერამა-ასპრილია-რინკონ-ვალენსიას გუნდმა, რომელმაც მანამდე ერთი წლით არგენტინა გასვლაზე 5:0 გაანადგურა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა.
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:
კოლუმბია-ურუგვაი
44 მატჩი, 13 მოგება, 13 ფრე, 18 წაგება, ბურთები 51:58.

29 ივნისი. 00:00. რიო დე ჟანეირო. “მარაკანა”
კოლუმბია-ურუგვაი
სავარაუდო შემადგენლობები
კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო, სანჩესი, გუარინი, კუადრადო, ხამეს როდრიგესი, იბარბო, ჯექსონ მარტინესი.
ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ალვარო პერეირა, რიოსი, ალვარო გონსალესი, ლოდეირო, კრისტიან გონსალესი, ფორლანი, კავანი.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.048083