Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრაზილია – ბეწვის ხიდზე
2014-06-29 00:09 | ნახვები: 3000
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ალბათ, წარმოდგენაც ძნელია რა მოხდებოდა, ჩილელ მაურისიო პინილიას 119-ე წუთზე გოლი რომ გაეტანა. ეს იქნებოდა სრული შოკი მთელი ბრაზილიისთვის. ალბათ, ბევრი ბრაზილიელი ამას ვერ გადაიტანდა და ტრაგედიაც გარდაუვალი იქნებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი “პენტაკამპეონებისთვის” ბედნიერად დასრულდა, მაგრამ რა ბეწვის ხიდზე გაიარეს, როგორ უყურებდნენ თვალებში შესაძლო ფიასკოს...
დასაწყისში ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი უპირატესობას ფლობდა და დავიდ ლუიზის გოლიც ლოგიკური იყო, რასაც 14 წუთში მოჰყვა ალექსის სანჩესის გამთანაბრებელი გოლი: მარსელომ აუტიდან ჰალკს მიაწოდა, მან ედუარდო ვარგასს ჩააბარა, რომელმაც სანჩესი მოძებნა და ალექსისმაც დაბალი დარტყმით დაამწუხრა ბრაზილიელები – 1:1.
პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში ბრაზილია გააფთრებით უტევდა, კლაუდიო ბრავომ დანი ალვეშს არ გაატანინა, ხოლო ნეიმარს ორჯერ ცოტაღა დააკლდა გოლამდე. ერთი შანსი ჩილელ არანგისსაც ჰქონდა, მაგრამ ჟულიო სეზარმა იმარჯვა.
55-ე წუთზე მსაჯმა ჰოვარდ ვებმა გოლი არ ჩაუთვალა ჰალკს. ზორბა შემტევმა თითქოს მხრით ჩამოიღო ბურთი საგოლე დარტყმამდე, მაგრამ ვებმა ხელი დააფიქსირა... ისე, პირველ ტაიმში ვებმა ჰალკის წაქცევას არ მიაქცია ყურადღება – პენალტის დანიშვნა შეეძლო. ვებმა მთლიანად გააჩუმა კრიტიკოსები, რომლებიც 12 ივნისიდან მოყოლებულები იძახიან, ბრაზილიას მსაჯები ეხმარებიანო. ამ მატჩში ვებმა ორჯერ გადაწყვიტა ეპიზოდი ბრაზილიის საპირისპიროდ. თუმცა, ერთ მომენტში ჩილელებიც ედავებდოდნენ მსაჯს, ფერნანდინიოსთვის მეორე ყვითელი უნდა გეჩვენებინაო.
მეორე ტაიმის შუაში ჟულიო სეზარმა სასწაული ბურთი აუღო არანგისს, ბოლო 20 წუთი კი “პენტაკამპეონებმა” მთლიანად შეტევაში გაატარეს, თუმცა ჩილელები ძალიან კარგად, თანაც დიდი ძალებით იცავდნენ თავს. დაცვის ლიდერად გარი მედელი მოგვევლინა, რომელმაც მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა, ტრავმა ჰქონდა და მისი მინდორზე გასვლა თითქმის გამორიცხული იყო. მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მაინც გადაწყვიტა მისი დაყენება, ეგაა, მედელს დამატებით დროში გაურთულდა ტრავმა და შესაცვლელი გახდა.
88-ე წუთი იყო, როცა ჰალკმა სამი ჩილელი მოატყუა, დაარტყა და ბრავომ მოიგერია. გადარჩა ჩილე და დამატებით დროში გადაიყვანა საქმე, სადაც ასევე დიდი დრო დაცვას დაუთმო. ბრაზილიელ შემტევებს დაღლა ძალიან დაეტყოთ, ნეიმარი უკვე ფორმალურადღა იყო მოედანზე (მას უკვე მე-10 წუთზე მკურნალობდნენ ფეხზე და ნეიმარი რომ არ ყოფილიყო, შეცვლიდნენ კიდეც).
მოკლედ, დამატებითი დრო განსაკუთრებული ხიფათის გარეშე, მაგრამ დაძაბულად მიმდინარეობდა. ბოლოს იყო, პინილიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ხარიხას რომ მოარტყა ბურთი.
რაც შეეხება პენალტებს, გადამწყვეტი ბურთი გონსალო ხარამ გააცუდა და მთელმა ბრაზილიამ გაიხარა.
ეს გასაგებია, მაგრამ პელეს, ვავას, ჟაირზინიოს, კარეკას, რომარიოს, ბებეტოს და რონალდოს დარი თავდამსხმელების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ცენტრფორვარდები არიან ფრედი, ან ჟო... მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია.
28 ივნისი. 20:00. ბელუ-ორიზონტი. ‘მინეირაო”
ბრაზილია-ჩილე 1:1 (პენალტებით 3:2)
ბრაზილია: ჟულიო სეზარი, ალვეში, დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, მარსელო, ფერნანდინიო (რამირესი 72), ლუის გუსტავო, ჰალკი, ოსკარი (ვილიანი 106), ნეიმარი, ფრედი (ჟო 64).
ჩილე: ბრავო, ისლა, ხარა, სილვა, მედელი (როხასი 108), მენა, არანგისი, დიასი, ვიდალი (პინილია 87), სანჩესი, ვარგასი (გუტიერესი 56).
გოლები: 1:0 დავიდ ლუიზი (18), 1:1 სანჩესი (32)
პენალტების სერია: 1:0 დავიდ ლუიზი, 1:0 პინილია (მეკარე), 1:0 ვილიანი (ააცილა), 1:0 სანჩესი(მეკარე), 2:0 მარსელო, 2:1 არანგისი, 2:1 ჰალკი (მეკარე), 2:2 დიასი, 3:2 ნეიმარი, 3:2 ხარა (ძელი)
გაფრთხილება: მენა (17), სილვა (41), ჰალკი (55), ლუის გუსტავო (60), ჟო (93), პინილია (102), დანი ალვეში (105)
ბურთის ფლობა %: 49-51 კარში დარტყმა: 23 (13)-13 (5) ჯარიმა: 28-23 კუთხური: 9-5 თამაშგარე: 2-3 სეივი: 4-12
მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039377