Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ტაბარესმა როდრიგესი ნიჭით მარადონას, მესისა და სუარესს შეადარა
2014-06-29 10:59 | ნახვები: 5367
ლაშა თაბაგარის ფოტოები
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ოსკარ ტაბარესის აზრით, კოლუმბიელი ჰამეს როდრიგესი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა.
აქვე გეტყვით, რომ “მონაკოს” ფეხბურთელს ჰამესი ჰქვია და არა ჯეიმსი როგორც მას საქართველოში ბევრი მოიხსენიებს და არა მარტო. კოლუმბიელთა თავკაცი, კოლუმბიელი ჟურნალისტები და “მარაკანას” დიქტორი მას ჰამესს უწოდებენ, რაც ნამდვილად საკუთარი ყურით მოვისმინე.
ტაბარესის თქმით, ახალგაზრდული ასაკის მოუხედავად, როდრიგესი მოედანზე თავის თავზე დიდ პასუხისმგებლობა იღებს, რაც მისი ნიჭის კიდევ ერთი დადასტურებაა. ურუგვაელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ 22 წლის კოლუმბიელი ისეთივე ნიჭიერია, როგორც მარადონა, მესი და სუარესი. თან დაამატა, ჰამესისა და სუარესის მსგავსი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატს ალამაზებენო. ასევე, მან დასძინა, რომ როდრიგესმა ურუგვაის კარში ამ მუნდიალის ულამაზესი გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, პრესკონფერენციის მსვლელობისას ერთ-ერთ ჟურნალისტს ტელეფონმა დაურეკა და ტაბარესმა მას მიუთითა, რომ საუბრის საშუალება მიეცა. ხანდახან მსგავსი რამ ხდება. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ტელეფონმა თარჯიმანს დაურეკა, რომელიც სინქრონულად თარგმნის და ყურთსასმენებში ისმოდა ტელეფონის გაბმული ზარი, რის გამო, დარბაზში შეკრებილნი გამხიარულდნენ.
ტაბარესის განცხადებით, კოლუმბიას არავითარი სიურპრიზები არ შეუთავაზებია და კარგად იცოდნენ, რომ ძლიერ ნაკრებს უნდა შეხვედროდნენ, რომელიც მაღალი დონის შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. ტაბარესმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ მეორე გოლი საკუთარი შეცდომების გამო გაუშვეს. 2-3 ეპიზოდში კი, კოლუმბიელთა მეკარე ოსპინამ ძალიან კარგად ითამაშაო. მან კოლუმბიელებს მომდევნო მატჩებში წარმატება უსურვა.
ერთ-ერთმა ურუგვაელმა ჟურნალისტმა ტაბარესსა და მის შეგირდებს გმირები უწოდა. ურუგვაელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდში შეკრებილი კაცებით ამაყობს.
ბუნებრივია, პრესკონფერენციას ლუის სუარესის შესახებ კითხვის გარეშე არ ჩაუვლია. ტაბარესს ჰკითხეს, ხომ არ გაუგზავნა მატჩამდე სურესმა ტელეფონით შეტყობინება. ურუგვაელთა თავკაცმა უპასუხა, რომ არა მგონია, სუარესს ჩემი ტელეფონოს ნომერი ჰქონდესო. თან დასძინა შეგუებული ვიყავით, რომ არ ითამაშებდა და არც გუნდთან ერთად იქნებოდა, რადგან დასჯილი იყოო. მწვრთნელმა სუარესზე საუბარი აღარ ისურვა და თქვა, რომ წინა დღეს პრესკონფერენციაზე ამ თემაზე საკმარისად ვილაპარაკეო.
ტაბარესმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გათამაშებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, იტალია და ინგლისი ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშნენ, ხოლო ჩვენ 1/8-ფინალში გავედითო. იგი თვლის, რომ კოლუმბიასთან მარცხი დასავიწყებელია და მომავალზე უნდა იფიქრონ.

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04507