Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ხიხონის დრამა
2014-06-29 11:36 | ნახვები: 3835
1982 წელი. ალჟირი-გერმანია
1982 წელი. ალჟირი-გერმანია
1982 წელი. ალჟირი-გერმანია
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
როდესაც ბრაზილიის მუნდიალზე მერვედფინალისტები გაირკვნენ და იოაჰიმ ლიოვის გერმანია ალჟირს დაუწყვილდა, უპირველესად გონებაში აწ უკვე შორეული 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ამოტივტივდა გონებაში. ესპანეთის მუნდიალზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ალჟირი ერთ ქვეჯგუფში მოხვდნენ და ჩრდილოაფრიკელებმა სენსაციური მარცხი აგემეს მსოფლიო დონის ვარსკვლავებით გაძეძგილ მოწინააღმდეგეს.
1982 წლის 16 ივნისს ხიხონის “ელ მოლინონზე” შეკრებილი 42 ათასი მაყურებელი ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ გერმანია არათუ ვერ მოიგებდა, არამედ სულაც დამარცხდებოდა. პირველი ტაიმი უშედეგოდ, გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევრის 54-ე წუთზე რაბახ მაჯერმა (ეს ფეხბურთელი “პორტოში” თამაშობდა და 1987 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ქუსლით მეტად ეფექტური გოლი გაუტანა “ბაიერნს”) ანგარიში გახსნა. გაშვებულ ბურთს გერმანელებმა მძაფრი იერიშები მიაყოლეს და როდესაც კარლ ჰაინც რუმენიგემ წონასწორობა აღადგინა, უმრავლესობა ევროპის მოქმედი ჩემპიონისგან კიდევ ერთ გოლს ელოდა, თუმცა, საპირისპირო კი მოხდა - გაშვებული გოლიდან ძალიან მალე ალჟირელებმა მეორედ მოახერხეს დაწინაურება. გოლი აფრიკელთა საუკეთესო მოთამაშე ლაკდარ ბელუმიმ გაიტანა.
გერმანელთა დამრიგებელმა იუპ დერვალმა საქმეში კიდევ ერთი თავდამსხმელი კლაუს ფიშერი ჩართო, მაგრამ ალჟირელები თავს უნარიანად იცავდნენ, სახიფათო კონტრიერიშებსაც ახორციელებდნენ და საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი მოგებაც იზეიმეს. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ალჟირელი ფეხბურთელები ცეკვა-ცეკვით შევიდნენ გასახდელში...
გთავაზობთ გუნდების შემადგენლობას. ალჟირი: სერბახი, მერზეკანი, კურიში, გენდუზი, დალები, მანსური, ფერგანი, ბელუმი, მაჯერი (ლარბესი, 83), ზიდანი (ბენსაულა, 63), ასადი. გერმანია: შუმახერი, კალტცი, კარლ ჰაინც ფიორსტერი, შტილიკე, ბრიგელი, დრემლერი, ბრაიტნერი, მაგატი (ფიშერი, 82), ლიტბარსკი, ხრუბეში, რუმენიგე.
ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები სხვადასხვა დღეს ჩატარდა. 24 ივნისს ალჟირმა ჩილეს 3:2 მოუგო და 4 ქულა დააგროვა. 4 ქულა ჰქონდა 25 ივნისის მატჩის მონაწილე ავსტრიას, გერმანია კი 4 ქულას მეზობელთა დამარცხების შემთხვევაში დააგროვებდა. შემდეგ კი ძალაში შევიდოდა გატანილ-გაშვებული ბურთების ბალანსი. მომდევნო ეტაპზე გასაღწევად გერმანელებს და ავსტიელებს დერვალის გუნდის 1:0 ან 2:0 მოგება აძლევდათ ხელს. ხიხონში მატჩი ალემანებმა გრიგალისებული იერიშებით დაიწყეს და მეათე წუთზე ხორსტ ხრუბეშმა თავისიანები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ კი ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ყოველგვარი მოტივაცია დაკარგეს და 80 წუთის განმავლობაში “ელ მოლინონის” მინდორზე პრაქტიკულად არაფერი მომხდარა ბურთის ცენტრში გორაობის გარდა.
საბოლოოდ გერმანიამ და ავსტრიამ ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადალახეს, გულშემატკივართა აღშფოთება კი იმდენად დიდი იყო, რომ ერთ-ერთმა ალემანმა გულშემატკივარმა საკუთარი ქვეყნის დროშა დაწვა.
ალჟირმა ფიფას აპელაციით მიმართა, მაგრამ ფეხბურთის მმართველმა ორგანომ შედეგი ძალაში დატოვა. ცვლილება კი ის მოხდა, რომ მომდევნო მუმდიალიდან მოყოლებული ქვეჯგუფის დასკვნითი მატჩები ერთსა და იმავე დღესა და საათს ტარდება...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.060561