Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პეკერმანს ბრაზილიის არ ეშინია
2014-06-29 11:51 | ნახვები: 4907
ლაშა თაბაგარის ფოტოები
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
კოლუმბიის ფეხბურთელა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ბრაზილიის ნაკრებს დაამარცხებენ. ამის შესახებ მან “მარაკანზე” ურუგვაისთან მოგების (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არგენტინელი სპეციალისტი კმაყოფილი იყო ურუგვაისთან ნაჩვენები შედეგით, რომელსაც ისტორიული უწოდა. მისი აზრით ძალიან რთული მატჩი იყო და იცოდნენ თუ რა დონის მეტოქეს ხვდებოდნენ. პეკერმანის აზრით, ძალიან კონცენტრირებულნი იყვნენ და თამაშს ორი ტაიმის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
იგი მიიჩნევს, რომ ანგარიშში დაწინაურება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მეორე ტაიმში ურუგვაი წინ დიდი ძალებით წავიდა და ამან კოლუმბიას მეორე გოლის გატანის საშუალება მისცა.
მატჩის შეფასების შემდეგ, მეორე კითხვა პეკერმანს ჰამეს როდრიგესის შესახებ დაუსვეს. არგენტინელის აზრით, როდრიგესს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბების ყველა თვისება აქვს. პეკერმანმა თავისი შეგირდი როგორც ძალიან ტექნიკურ და ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელად დაახასიათა, რომელიც ამავე დროს გუნდური მოთამაშეა. პეკერმანი თვლის, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჰამესს მოედანზე დიდი ტვირთვის ზიდვა შეუძლია და მიმდინარე ტურნირზე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. მას ეჭვი არ ეპარება, რომ მიმდინარე მუნდიალი როდრიგესის “გახდება”.
კოლუმბიელთა მწვრთნელს ბრაზილიასთან მომავალი დაპირისპირების შესახებ კითხვა რამდენიმეჯერ დაუსვეს. პეკერმანის განცხადებით, ეს ორი ძალიან ტექნიკური და ძლიერი გუნდის თამაში იქნება, რომლის მოთამაშეებსაც ბურთთან მოპყრობა საუცხოოდ შეუძლიათ. მომავალ მატჩში ის ფავორიტად არცერთ გუნდს მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის პოტენციალი ყველამ იცის, პეკერმანი თავისი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია. მან ხაზი გასუვა, რომ კოლუმბიის თამაში მხოლოდ როდრიგესზე არაა დამოკიდებული და ძალიან კარგად გაისარჯა კუადრადო, რომელმაც ფლანგზე ბევრი იმუშავა. ასევე, მწვრთნელმა მეკარე ოსპინა შეაქო.
მან რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ პატივს სცემს ბრაზილიას, რომელიც მაღალი დონის შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ მეტოქესაც არ აქვს მშვიდად ყოფნის საშუალება. პეკერმანმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგჯერ უფრო დაბალი ინდივიდუალური ოსტატობის გუნდი, წარმატებას სხვა კომპონენტების ხარჯზე ახდენს.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კოლუმბიელთა დამრიგებელს ჰკითხა თუ რამდენად რეალურია მისი შეგირდების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. პეკერმანმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ნაჩვენები შედეგი ძალიან აკმაყოფილებს და დანარჩენს მომავალი აჩვენებს.
აქვე გეტყვით, რომ სამხრეთამერიკელი ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში მწვრთნელებს როდესაც მიმართავენ, თან აყოლებენ სიტყვას: “პროფესორ”. სხვათა შორის, ასე არაერთ პრესკონფერენციაზე გამეორდა.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორსპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.052035