Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სკოლარი ციდან სამ ნაბიჯზე
2014-06-29 12:16 | ნახვები: 2765
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, ჩილეს წინააღმდეგ საფეხბურთო ლატარეით მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გულშემატკივრების წინაშე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა შეასრულა.
"ნებისმიერ მცირე შანსს თუ არ გამოიყენებ მუნდიალიდან გავარდები. შეხვედრის ბოლო წუთებისკენ ძალიან გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა. ჩვენ მოვალეობა გვაქვს დაკისრებული და ხალხს ჩემპიონობას დავპირდით. დაგვრჩა სამი მატჩი, რათა ზეცას მივუახლოვდეთ. ჩვენ ახალი, გამოცდილი გუნდი გვყავს. ვილიანმა პენალტი კი გააფუჭა, მაგრამ ამით გამოცდილებას მიიღებს. შევეცდებით, შემდეგ მატჩებში ნაკლები შეცდომები დავუშვათ. რაც შეეხება ჩილეს, მათ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ და კარგი მატჩი გამოგვივიდა." _ განაცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა.
"სელესაოს" დამრიგებელმა ბრაზილიელთა ვარსკვლავსა და იმედზე ნეიმარზე თქვა, რომ 22 წლის ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად და მენტალურად ისე გამოიყურება თითქოს, 35 წლის მოთამაშე იყოს. სკოლარიმ მსაჯიც გააკრიტიკა.
"თუ არ გინდათ ჩემპიონები გავხდეთ, კარგი, მაგრამ ყველა ამბობს, რომ პენალტიც გვეკუთნოდა და ჰალკის გოლიც. მას ბურთი ხელზე არ მოხვედრია."

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049772