Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ნარინჯისფერები” მექსიკისთვის ემზადებიან
2014-06-29 14:05 | ნახვები: 1854
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და კიდევ უფრო დაძაბული გახდა. დადგა ეტაპი, სადაც დამარცხება შინ დაბრუნებას ნიშნავს. ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებთაგან ერთ-ერთი, მუნდიალს ფორტალეზაში დაემშვიდობება.
ევროპელებმაც და ლათინოამერიკელებმაც ჯგუფური ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 1/8-ფინალს კარგი განწყობით ხვდებიან. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელებმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგეს და პლეი ოფში ქულათა მაქსიმალური რაოდენობით გავიდნენ. მიგელ ერერას დამოძღვრილებმა ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიისა და კამერუნის ნაკრებებს სძლიეს, მასპინძელ ბრაზილიასთან კი, ფრე გაახერხეს, რაც არანაკლებ საამაყო შედეგია.
წყვილში ფავორიტად “ნარინჯისფერები” მიიჩნევიან თუნდაც იმიტომ, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. ამას ემატება ისიც, რომ მექსიკელებს ჰოლანდიელები არასდროს დაუმარცხებიათ. მიუხედავად ამისა, მიმდინარე ჩემპიონატში უკვე კარგად გამოჩნდა, რომ ერერას გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა.
ჰოლანდიელთა და მექსიკელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია არცთუ დიდია – სულ 4 მატჩისგან შედგება. ევროპელებმა 3-ჯერ მოიგეს, ერთი შეხვედრა კი, ფრედ დაასრულეს. უკანასკნელად, ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებმა 2010 წლის მაისში ითამაშეს. ამხანაგურ დაპირისპირებაში, “ნარინჯისფერებმა” რობინ ვან პერსის დუბლით იმარჯვეს.
ვან პერსი წელსაც ჩინებულ ფორმაშია და ლუის ვან გალის გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალასაც სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედის” მეგოლე წარმოადგენს. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს არიენ რობენიც, რომელიც არანაკლებ ირჯება. ვან პერსისა და რობენს მიმდინარე მუნდიალზე 3-3 გოლი აქვთ გატანილი.
1/8-ფინალური მატჩის წინ, საკადრო პრობლემები ორივე გუნდშია. ტრავმის გამო, ჰოლანდიელები ნახევარმცველ ლეროი ფერსა და მცველ ბრუნო მარტინს ინდის მოისაკლისებენ. მექსიკელთა ბანაკში ტრავმირებული არავინაა, მაგრამ ნახევარმცველ ხოსე ვასკეს გომესს დისკვალიფიკაცია აქვს და მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.
აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

29 ივნისი. ფორტალეზა. “კასტელაუ”.
ჰოლანდია – მექსიკა
სავარაუდო შემადგენლობები:
ჰოლანდია:სილესენი, ინდი, ვლარი, დე ვრეი, ბლინდი, დე გუზმანი, დე იონგი, იანმაატი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი.
მწვრთნელი:ლუის ვან გალი
მექსიკა:ოჩოა, როდრიგესი, მორენო, მარკესი, აგილარი, ერერა, სალსიდო, გუარდადო, ლაიუნი, პერალტა, დოს სანტოსი.
მწვრთნელი:მიგელ ერერა

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.0458