Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“მოულოდნელების” ბრძოლა მეოთხედფინალისთვის
2014-06-29 16:08 | ნახვები: 2457
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
კოსტა რიკისა და საბერძნეთს შორის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს გუნდი გახდება ამ “მუნდიალის” მთავარი მოულოდნელობა.
მას შემდეგ, რაც კენჭისყრა გაიმართა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა მერვედფინალში ასეთი წყვილი თუ შედგებოდა. მაგრამ საბერძნეთმა პირველ ტურში კოლუმბიისგან განცდილი მარცხის შემდეგ (0:3) დაბრუნება მოახერხა, ხოლო კოსტარიკამ სიკვდილის ჯგუფში სულაც პირველი ადგილი დაიკავა. ამრიგად, პირველი ორი კვირის განმავლობაში აუტსაიდერად მიჩნეული გუნდი, რომელიც აქამდე სენსაციების ავტორად გვევლინებოდა, ახლა თავადაა საბერძნეთი ფავორიტი.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთმანეთის წინაშე დაცვიდან მოთამაშე ორი გუნდი წარსდგება და ბევრ გოლებს არ უნდა ველოდოთ. საბერძნეთი აგერ უკვე 15 წელია ამ სახელს ატარებს, კოსტა რიკამ კი, მსგავსი კუთხით თავი ბრაზილიაში გამოიჩინა. გუნდმა განვლილ სამ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ისიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით და მთელი 270 წუთის განმავლობაში, მეტოქეებმა მათ კარში მხოლოდ რვა დარტყმა განახორციელეს.
კოსტა რიკას მთავარი მწვრთნელი ხორხე ლუის პინტო დიდი ალბათობით შემადგენლობას არ შეცვლის. მან სამივე თამაში ფაქტობრივად, ერთი და იმავე შემადგენლობით ჩაატარა და ინგლისთან ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრაშიც კი, მხოლოდ ორი ასაკოვანი მოთამაშე - უმანია და ბოლანიოსი დაასვენა, თუმცა, დღეს ალბათ ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
საბერძნეთთან დაკავშირებით სიტუაცია სხვაგვარადაა. ტურნირის მსვლელობისას ფერნანდუ სანტუშს ტრავმებმა თუ დისკვალიფიკაციებმა არაერთი პრობლემა შეუქმნა. მხოლოდ კოტ დივუართან გამართული გადამწყვეტი მატჩის მსვლელობისას, მწვრთნელი პირველსავე ტაიმში იძულებული გახდა ორი ცვლილება განეხორციელებინა. კოსტა რიკასთან ნაღდად ვერ ითამაშებს კონე. კარნეზისმა, კაცურანისმა და მიტროღლუმ, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდათ, წესით ამჯერად მოედანზე გასვლა უნდა მოახერხონ. სანტუშმა განვლილ თამაშებში შეტევისა და მახევარდაცვის ყველა მოთამაშე გამოსცადა და ახლა მას დიდი არჩევანი აქვს.
ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკას მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი კოზირი დაცვის კარგი სისტემაა, რომელიც მხოლოდ ოთხ-ხუთ მცველზე როდია დამყარებული. ჩვენი დაცვა დაბალანსებული, ხისტი და ეფექტურია”.
ფერნანდუ სანტუში (საბერძნეთის მთავარი მწვრთნელი): “კოტ’დივუართან ვაჩვენეთ, რომ ეფექტურად შეგვიძლია როგორც დაცვა, ასევე შეტევა. იმ მატჩში ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ნებისმიერ პირობებში ვუტევდით”.
რესიფი. “პერნამბუკუ”. 00:00 საათი
სავარაუდო შემადგენლობები:
კოსტა რიკა: ნავასი, გამბოა, დუარტე, გონსალესი, უმანია, დიასი, ბორხესი, ტეხედა, რუისი, ბოლანიოსი, კემპბელი.
საბერძნეთი: კარნეზისი, ტოროსიდისი, მანოლასი, პაპასტატოპულოსი, ჰოლებასი, კარაგუნისი, კაცურანისი, მანიატისი, სალპინგიდისი, სამარასი, ხრისტოდულოპულოსი.
დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ: გონსალესი, კუბერო – სალპინგიდისი, სამარასი, პაპასტატოპულოსი, ტორსიდისი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.038921