Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
საფრანგეთი 1/8-ფინალიდან კიდევ ერთხელ გასვლას ნიგერიასთან შეეცდება
2014-06-30 00:54 | ნახვები: 2561
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ჯგუფური ეტაპის მატჩებში თავის ძალზე კარგად წარმოჩენის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებს ამბიციები მოეძალა. დიდიე დეშამის შეგირდები 1/8-ფინალში ნიგერიას დაუპირისპირდებიან, რომელიც მატჩს პრობლემებით ხვდება.
ნიგერია ერთ-ერთია იმ 3 აფრიკული გუნდიდან, რომლებსაც პრემიებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. სტეფან კეშის ფეხბურთელებმა, კუთვნილი პრემიების მიუღებლობის გამო, ვარჯიშზე გასვლაც კი იუარეს. გასაკვირი არ იქნება, თუ აფრიკელულ გუნდში არსებული მდგომარეობა გავლენას თამაშზეც მოახდენს.
საფრანგებს ჯგუფიდან გასვლა არ გასჭირვებია. “სამფეროვნებმა” სამბურთიანი სხვაობით ჯერ ჰონდურასი გაანადგურეს (3:0), შემდეგ კი შვეიცარია (5:2). მე-3 ტურში დეშამმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და ფრანგებმა ეკვადორთან 0:0 ითამაშეს, მაგრამ ამან მათ პირველი ადგილის მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა.
ნიგერიამ ჩემპიონატი F ჯგუფის ყველაზე სუსტ წარმომადგენელთან, ირანთან უგოლო ფრით დაიწყო. თუმცა, მე-2 ტურში, კეშის გუნდმა უშუალო კონკურენტს, ბოსნიას 1:0 სძლია და ბოლო მატჩში არგენტინასთან წაგების (2:3) მიუხედავად მე-2 ადგილი დაიკავა.
ნიგერიას მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, მაგრამ ამ გუნდს ევროპელებთან თამაში კარგად გამოსდის. აფრიკელებმა, ევროპულ გუნდებთან ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან გოლი ცხრაში გაიტანეს.
ნიგერია მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში მესამედ თამაშობს. წინა ორ შემთხვევაში აფრიკელები ევროპელებთან დამარცხდნენ. რაც შეეხება საფრანგეთს, ამ გუნდს 1/8-ფინალში არასდროს წაუგია. “სამფეროვნებმა” ამ ეტაპზე 3-ჯერ ითამაშეს და სამივე შემთხვევაში მოიგეს.
საფრანგეთი და ნიგერია ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. 2009 წელს სენტ ეტიენში გამართული თამაში აფრიკელებმა 1:0 მოიგეს. იმ მატჩში მოედანზე გამოსული ფეხბურთელებიდან საფრანგეთში მხოლოდ ბენზემა და რემი თამაშობენ, ნიგერიის განაცხადს კი ენიეამა და ოდემვინგიე შემორჩნენ.
საფრანგეთის ნაკრებში საეჭვოა ცენტრალური მცველის, მამადუ საკოს მოედანზე გამოჩენა. მის ადგილს, დიდი ალბათობით, მანგალა დაიკავებს. ნიგერიელებს ბაბატუნდე არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ობოაბონასა და მოზესის თამაშიც.

20:00, ბრაზილია, “ნასიონალი”
საფრანგეთი-ნიგერია
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-3-3):ლორისი, დებუში, ვარანი, მანგალა, ევრა, კაბაიე, მატუიდი, პოგბა, ვალბუენა, ბენზემა, გრიზმანი.
ნიგერია (4-2-3-1):ენიეამა, ემბროუზი, ომერუო, ობოაბონა, ოშანივა, ონაზი, მიკელი, ოდემვინგიე, აზეეზი, მუსა, ემენიკე.
მსაჯი:მარკ გეიგერი (აშშ).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043262