პირველად როდესაც სტადიონზე ინვალიდის ეტლში მსხდომი გულშემატკივრები ვნახე, მათთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილზე, ჩემზე ძალიან იმოქმედა. თუმცა, მეორეს მხრივ იმან გამახარა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალების არქონის მიუხედავად, ამ ხალხს თამაშისთვის თვალის დევნება უშუალოდ სტადიონიდან შეეძლოთ.
ფეხბურთი ხომ ყველას თამაშია. ის, მდიდარსა და ღარიბს, ჯანმრთელსა და შეუძლოდ მყოფს არ ცნობს, მისი ყურება ნებისმიერს შეუძლია. შესაძლოა, ადამიანი ინვალიდის ეტლში იჯდეს, მაგრამ ქომაგობაში ბევრს აჯობოს. ბუნებრივია, ფიფა და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები იმ ხალხის ინტერესს ითვალისინებენ, ვინც დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს, როგორც სტადიონზე, ასევე, მის გარეთ. “ფიფა ფან ფესტში” მათთვის სპეციალური ტრიბუნაა მოწყობილი. ეს ხალხი მომვლელებს მოჰყავთ, რომლებიც მზვრუნველობას ნამდვილად არ აკლებენ. თუმცა, ზოგი ისეთია, რომ მომვლელი არ სჭირდება. უბრალოდ, ფეხი აქვს მოტეხილი ან ყავარჯნებით გადაადგილდება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ნახვის დიდი სურვილი აქვს. ადგილი მათთვისაცაა. სხვათა შორის, ამ ტრიბუნაზე არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ, იმის და მიხედვით რომელი გუნდები თამაშობენ, იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც ხშირად არიან.
ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია