მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიგელ ერერა, ჰოლანდიასთან ბოლო წუთებზე განცდილ მარცხში (1:2) მთავარ მსაჯს, პედრო პროენსას ადანაშაულებს. მექსიკელი სპეციალისტის განცხადებით, განვლილ მატჩში ევროპელი რეფერის დანიშვნა ეჭვებს ბადებს.
"რობენი სამჯერ წაიქცა და სამჯერვე არაფერი იყო. პროვოცირებას ცდილობდა, მსაჯს იგი უნდა გაეფრთხილებინა და შეიძლებოდა, საბოლოოდ მოედნიდანაც კი გაეშვა. მუნდიალზე უკვე ოთხი შეხვედრა ჩავატარეთ და რეფერების ქცევები კატასტროფის ტოლფასია. ფიფამ რატომ აირჩია ევროპელი რეფერი და არა სხვა კონტინენტის? მათი გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს. პორტუგალიელმა მსაჯმა სახლში გაგვიშვა და ვიმედოვნებ, ჩვენსავით პროენსასაც სახლში გაუშვებენ." _ განაცხადა ერერამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია