ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, მექსიკის წინააღმდეგ მოგებული შეხვედრის შემდეგ (2:1) განაცხადა, რომ შეხვდრაში წყლის შესვენებებმა შედეგი გამოიგო.
"ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ მოიგებდნენ. სიცხემ ზიანი ვერ მოგვაყენა და მექსიკისგან განსხვავებით, უფრო ცოცხლად და ენერგიულად გამოვიყურებოდით. ფიფას ექიმებმა კარგი გადაწყვეტილება მიიღეს. შესვენებებმა საშუალება მისცა ფეხბურთელებს ცოტა ამოესუნთქათ, ხოლო პირადად მე, გაშვებული გოლის შემდეგ შესვენებას ველოდებოდი, რათა ტაქტიკა შემეცვალა. შემოვიყვანე ჰუნტელაარი, კიუიტი დაცვაშიც მოქმედებდა და დავალებული ჰქონდა მეტოქის საჯარიმო მოედანზე თანაგუნდელები პასებით მოემარაგებინა. ჩემმა ტაქტიკამ მალევე გაამართლა და ფეხბურთელებს კომპლიმენტი ეკუთვნით." _ განაცხადა "ნარინჯისფერთა" თავკაცმა.
ლუის ვან გაალს ნაიჯელ დე იონგის და ვან პერსის შეცვლებზეც ჰკითხეს. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, დე იონგს საზარდულის ტრავმა აქვს, ხოლო ვან პერსი ტაქტიკური მიზეზების გამო შეუცვლია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია