ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი საკუთარ გუნდს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ დაეხმარება.
29 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა, მერვედფინალში მექსიკასთან მოგებული მატჩის მე-9-ე წუთზე საზარდულის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
“სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ დე იონგისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკრგია. თუმცა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და გარკვეული იმედი რჩება. პირადად ის მზადაა, რომ ნებისმიერ ფასად ითამაშოს და საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში გვექნება” - განუცხადა ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა De Telegraaf-ს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია