კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხორხე ლუის პინტოს განცხადებით, საბერძნეთთან მოგებულ მატჩში კონკაკაფის წარმომადგენლებმა ისტორია შექმნეს. კოსტა რიკა მსოფლიოს საუკეთესო რვა ნაკრებს შორის პირველად მოხვდა.
"ზღვა ემოცია მივიღეთ და ძალიან ბედნიერ ვარ, როგორც მე, ასევე გუნდი და მთლიანად ქვეყანა _ ჩვენ ვამაყობთ. ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს გამარჯვება ყველა კოსტარიკელს ეძღვნება. ჩვენ მატჩამდე პენალტების სერიას ვწინასწარმეტყველებდით და მეკარეც უკვე მომზადებული გვყავდა. ამიტომაც დავარტყით თერთმეტმეტრიანები 100%-იანი სიზუსტით. ჰოლანდიას პატივს ვცემთ, ისევე როგორც ყველა მოწინააღმდეგეს. საბერძნეთთან შეხვედრამ უკვე ჩაიარა და ჩვენ კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა." _ განაცხადა კოლუმბიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის და კოსტა რიკის დაპირისპირება 5 ივლისს, თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია