კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და ესპანური "ლევანტეს" მეკარე კეილორ ნავასი, ლისაბონის "ბენფიკას" ინტერესის სფეროში მოხვდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელები მზად არიან კოსტარიკელთა მეკარეში 6 მილიონი ევრო გადაიხადონ.
კონკაკაფის წარმომადგენლებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ მატჩის საუკეთესო მოთამაშე კეილორ ნავასს მიუძღვის. მთელი შეხვედრის განმავლობაში "ლევანტეს" მეკარეს 12 სეივი ჰქონდა. მუნდიალზე კარგი ასპარეზობის წყალობით, 27 წლის მეკარე დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში უფრო ძლიერ კლუბში იასპარეზებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია