Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ვასკუ და გამა” – პორტუგალიელი ზღვაოსანიდან “ლიბერტადორესის” თასამადე
2014-06-30 18:01 | ნახვები: 6873
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გამომდინარე იქიდან, რომ ფიფა და ტურნირის ორგანიზატორები “მარაკანას” გაზონს უფრთხილებიან, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე და 1/8-ფინალის შეხვედრამდე ადრე ერთი დღით, ეროვნულმა ნაკრებებმა სხვა სტადიონებზე ივარჯიშეს.

კერძოდ, კოლუმბია- ურუგვაის დაპირისპირებამდე, ორივე გუნდი “საო აენუარიოს” სტუმრობდა, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ვასკუ და გამას” საშინაო სტადიონია.

ხსენებული არენა რიო დე ჟანეიროს პრესტიჟულ უბანში ნამდვილად არ მდებარეობს. ქუჩის მეორე მხარეს “ფაველაა”. ფიფას მიერ გამოყოფილ სპეციალურ ავტობუსს ადგილობროვები ცოტა გაკვირვებული უყურებდნენ, ხოლო სტადიონის პერიმეტრს ავტომატებით შეიარაღებული სამხედრო პოლიციელები იაცავდნენ.

გაზონი ნამდვილად კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ თავად სტადიონი თანამედროვე მოთხოვნებს ნამდვილად ვერ პასუხობს. ამას თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ინდივიდუალური დასაჯდომი სკამები მხოლოდ დასავლეთ ტრიბუნაზეა დამონტაჟებული. არადა, “მარაკანას” აშენებამდე თავის დროზე “საო ჟენუარიოზე” საშინაო მატჩებს ბრაზილიის ნაკრები ატარებდა. ამ სტადიონზე 25000 გულშემატკივარი ეტევა და “მარაკანას”, ასევე, “ბოტაფოგოს”
საშინაო არენების შემდეგ, რიო დე ჟანეიროში რიგით მესამეა.

სტადიონის შესასვლელში ცნობილი პორტუგალიელი ზღვაოსანის ვასკუ და გამას ძეგლი დგას, რომლის სახელსაც “სან ჟანუარიოს” ბინადარი კლუბი ატარებს. “ვასკუ და გამა”, “ფლამენგოს”, “ფლუმინენსესა” და “ბოტაფოგოსთან” ერთად, რიო დე ჟანეიროს შტატის ოთხ ყველაზე პოპულარულ კლუბს შორის შედის. ბრაზილიის მასშტაბით მას 20 მილიონი ქომაგი ჰყავს.

კლუბი 1898 წელს პორტუგალიელმა ემიგრანტებმა დააარსეს და ოფიციალურად სახელი “Club de Regatas Vasco da Gama” ჰქვია, რაც ქართულად “სარეგატო კლუბი ვასკუ და გამა”-დ ითარგმნება. მას რიო დე ჟანეიროს ჩემპიონატში თამაშის უფლება 1915 წლიდან დართეს, რადგან მანამდე გუნდში მხოლოდ პორტუგალიური წარმოშობის ფეხბურთელებს იღებდნენ, რაც დისკრიმინაციად ითვლებოდა.

“ვასკუ და გამას” ბრაზილიის ჩემპიონატი ოთხჯერ (1974, 1989, 1997, 2000) მოუგია, ერთხელ ქვეყნის თასს დაუეფლა (2011), ერთხელ “კოპა ლიბერტადაორესის” თასი მოიგო (1998), სამჯერ “სუდამერიკანას” თასი (1948, 1998, 2000).

ამჟამად, კლუბს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ აქვს, რადგან ბრაზილიის სერია B-ში გამოდის. მისი პრეზიდენტი რობერტო დინამიტია, რომელიც 702 გოლით კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარიდირია. მეორე ადგილზე რომარიოაა 324 გოლით, ხოლო მესამეზე ადემირი -301 გოლით. მათ გარდა, “ვასკუ და გამაში” ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც ვავა, ბებეტო, დირსეუ, დუნგა, ჟარდელი, ჟუნინიო პერნამბუკანო, ლეონიდასი, სონი ანდერსონი, ედმუნდო და სხვები არიან.

“ვასკუ და გამას” თავისი მუზეუმიც აქვს, რომელიც დაკეტილი იყო და ვერ დავათვალიერე. სტადიონის გვერდით კლუბის მაღაზიაა, სადაც “ვასკოელთა” ემბლემით საფეხბურთო ატრიბუტიკა იყიდება. “ვასკუ და გამას” ემბლემაზე მთავარი ადგილი “მალტურ” ჯვარს უკავია. სწორედ, ასეთი ჯვარი ჰქონდა ვასკუ და გამას გემს აფრაზე გამოსახული.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049364