Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნიგერიამ საფრანგეთს ბოლომდე ვერ გაუძლო
2014-06-30 22:45 | ნახვები: 2264
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

საფრანგეთსა და ნიგერიას შორის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში გამართული თამაშის ფავორიტებად ევროპელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდს აფრიკული ბარიერის დაძლევა გაუჭირდა. “სამფეროვნები” სახიფათო მომენტებს კი ქმნიდნენ, მაგრამ ვინსენტ ენიეამა, 79-ე წუთამდე, ბრწყინვალე იყო. საბოლოოდ, თამაშის ბედი სწორედ ნიგერიელთა მეკარის შეცდომამ გადაწყვიტა.

პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. შესვენებამდე ორივე გუნდი აქცენტს მარჯვენა ფლანგზე აკეთებდა. როგორც ფრანგების, ასევე ნიგერიელების შემთხვევაში, შეტევების 43% მარჯვენა ფლანგზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენი 57% ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე იყო განაწილებული.

შესვენებამდე ყველაზე სახიფათო მომენტი პოგბას შეექმნა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა კარგად ითამაშა და მარჯვენა ფლანგზე მყოფ ვალბუენას უპასა. “იუვენტუსის” ფეხბურთელმა თანაგუნდელისგან დაბრუნებულ ბურთს კარგადაც დაარტყა, მაგრამ ენიეამას ბარიერი ვერ დასძლია.

ფრანგებს, ბოლო 9 თამაშში, რომლის პირველი ტაიმიც უგოლოდ დასრულდა, მოგება არ ჰქონდათ. მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, 18 შეხვედრიდან, “სამფეროვნებს” მხოლოდ 7 ჰქონდათ მოგებული. ამას ისიც ემატებოდა, რომ ცუდად გამოიყურებოდა გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, ქარიმ ბენზემა. პირველ ტაიმში, მარცხენა თავდამსხმელად გამწესებული ფეხბურთელის აქტივში არც დარტყმა და არც მოგებული ორთაბრძოლა არ იყო. ეს ფაქტები ფრანგებისთვის სასიკეთოდ ნამდვილად არ მეტყველებდა, მაგრამ საბოლოოდ, თამაში მაინც დეშამის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

მე-2 ტაიმში უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნა, რაშიც დიდი წვლილი ფრანგების რიგებში განხორციელებულმა ცვლილებამ შეიტანა. ოლივიე ჟირუ გადაცემების დროს ხშირად სცოდავდა. მეკარეების შემდეგ, მას პასის სიზუსტის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა და 62-ე წუთზე დეშამმა ის გრიზმანით ჩაანაცვლა. მოედანზე შესული შემტევი მარცხენა ფლანგზე დადგა, ხოლო ბენზემამ ადგილი ცენტრში დაიკავა და ენიეამას კართან სახიფათო მომენტებმა იმატა.

ნიგერიელთა მეკარე, მთელი ტურნირის განმავლობაში, კარგად გამოიყურებოდა. მან ბურთი 22-ჯერ მოიგერია, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ენიეამა ბრწყინავდა ფრანგებთან შეხვედრის 79-ე წუთამდეც, მაგრამ ერთ ეპიზოდში კარიდან მის ცუდად გამოსვლას ანგარიშის გახსნა მოჰყვა. მეტოქე გუნდის კიპერის შეცდომით პოლ პოგბამ ისარგებლა, რომელმაც, თავური დარტყმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ბრაზილიაში გამართული თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნიგერიელთა კაპიტნისთვის, ჯოზეფ იობოსთვის. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 მატჩს ატარებდა, რაც ნიგერიის ნაკრებში სარეკორდო მაჩვენებელია. იობომ ჯეი ჯეი ოკოჩას შედეგი გააუმჯობესა. აფრიკელთა კაპიტანი პირველი ნიგერიელი მცველი გახდა, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა, მაგრამ მას სიხარულის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონია. საქმე ისაა, რომ 91-ე წუთზე, ვალბუენას ჩაწოდების შემდეგ, იობომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე მე-2 შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელს ავტოგოლი საფრანგეთის სასარგებლოდ გააქვს. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ერთ გუნდს, ერთ გათამაშებაში, ავტოგოლით 2-ჯერ ეხეიროს.

ამ თამაშის მოგებით, საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალის საგზური მეექვსედ მოიპოვა, ხოლო ნიგერიისთვის მაქსიმუმი კვლავ 1/8-ფინალი გამოდგა.

საფრანგეთი-ნიგერია 2:0 (0:0)

ბრაზილია, “ნასიონალი”

საფრანგეთი (4-3-3):ლორისი, დებუში, ვარანი, კოსელნი, ევრა, პოგბა, კაბაიე, მატუიდი, ვალბუენა (სისოკო 90+3), ჟირუ (გრიზმანი 62), ბენზემა.

მწვრთნელი:დიდიე დეშამი.

ნიგერია (4-2-3-1):ენიეამა, ემბროუზი, იობო, ოშანივა, ომერუო, ონაზი (გაბრიელი 59), მიკელი, მუსა, ოდემვინგიე, მოზესი (ნუოფორი 89), ემენიკე.

მწვრთნელი:სტივენ კეში.

გოლები:1:0 პოგბა (79), 2:0 იობო (90+1, ს.კ.).

გაფრთხილებები:მატუიდი 54.

მსაჯი:მარკ გეიგერი (აშშ).

ბურთის ფლობა:49%-51%, დარტყმა:15 (9)-8 (6), კუთხური:12-9, თამაშგარე:3-2, სეივი:6-7, ჯარიმა:12-15.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042965