|
სუარესი ბოდიშს იხდის, კიელინის სასჯელის შემსუბუქების იმედი აქვს
2014-06-30 23:42 | ნახვები: 4222
1
ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ იტალიასთან გამართულ მატჩში, მან ჯორჯო კიელინის უკბინა. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, სუარესმა კიელინის უკბინა, რაც მსაჯის ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ ურუგვაელი FIFA-სგან სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. 27 წლის თავდამსხმელი ფეხბურთიდან 4 თვით მოკვეთეს. ამ ეპიზოდამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სუარესს “ბარსელონა” იწვევდა. კატალონიელებს ურუგვაელის მიმართ ინტერესი არც დისკვალიფიკაციის შემდეგ განელებიათ, მაგრამ, თუ Eლ Mუნდო Dეპორტივო-ს დავუჯრებთ, მათ ფეხბურთელისგან საჯაროდ მობოდიშება მოითხოვეს. საბოლოოდ, სუარესი ასეც მოიქცა და საკუთარ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “საკუთარ სახლში, ოჯახთან ერთად გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, საშუალება მომეცა დავმშვიდებულიყავი და გამეაზრებინა, თუ რა ჩავიდინე 2014 წლის 24 ივნისს, იტალიასა და ურუგვაის შორის გამართული მატჩის დროს. ჩემი კოლეგა, ჯორჯო კიელინი ჩვენი შეჯახებისა და კბენის შედეგად დაზარალდა. ამიტომ, მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტის გამო ძალიან ვწუხვარ. ჯორჯო კიელინისა და მთელს საფეხბურთო ოჯახს ბოდიშს ვუხდი და პირობას ვდებ, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდება.” სუარესს გამოეხმაურა ჯორჯო კიელინიც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ურუგვაელის სასჯელი შემცირდება: “ლუის, ყველაფერი უკვე დავიწყებულია. იმედი მაქვს, FIFA შენი დისკვალიფიკაციის ვადას შეამცირებს.” |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია