ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ამერიკის შეერთებულ შტატებს მცველ თომას ვერმალენის გარეშე დაუპირისპირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა აუწყა. სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მცველ ვენსან კომპანისა და ჰავბეკ მარუან ფელაინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.
“ვერმალენი მომავალ შეხვედრამდე სასურველ ფორმაში ჩადგომას ვერ ასწრებს და შესაბამისად, ამერიკელებს მის გარეშე ვეთამაშებით. თუ ამ ეტაპსაც გავივლით, მეოთხედფინალში აუცილებლად გამოგვადგება. ჯერ არ ვიცი, შეძლებს თუ ვერა თამაშს კომპანი. ფელაინის შემთხვევაში კი სანერვიულო არაფერია” – ციტირებს ვილმოტსის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
ბელგიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია