კოტ-დივუარის ნაკრებს ჯოვანი ტრაპატონი ჩაიბარებს. Rai-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იტალიელი სპეციალისტის ოფიციალური კომენტარიც ახლავს:
“კოტ-დივუარში ვიწყებ მუშაობას. გადაწყვეტილების მისაღებად სულ რაღაც 48 საათი დამჭირდა. კონტრაქტს კი დაახლოებით ორ კვირაში გავაფორმებთ” – განაცხადა ტრაპატონიმ.
ბოლო დღეებში, ევროპული გამოცემები იტალიელ მწვრთნელსა და მაროკოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ იუწყებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მხარეებმა უკვე საერთო ენაც გამონახეს, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
კოტ-დივუარის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე სათავეში საბრი ლამუში ედგა და მან თანამდებობა უკვე ოფიციალურად დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია