Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ალე ლე ფრანსე”
2014-07-01 11:23 | ნახვები: 5264
ფრანგები გოგონამ “დაქოქა”
123456789101112
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ეკვადორთან დასკვნითი მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამსა ნიგერიასთან მერვედფინალური დაპირისპირების შესახებ რამდენჯერმე ჰკითხეს.

მან ჯერ პასუხისგან თავი შეიკავა – პლეი ოფში გასვლით ტკბობა გვაცადეთო. თუმცა, შემდეგ მაინც უპასუხა და აღნიშნა, რომ რთული მატჩი ელოდათ, ხოლო მის შეგირდებს ბრძოლა მოუწევდათ. მართლაც, ფრანგებს გვარიანი ბრძოლა გადახდათ და მეტოქე შეხვედრის ბოლოს გატეხეს, რის შედეგად, 8-წლიანი პაუზის მერე, კვლავ მუნდიალის მეოთხედფინალში ითამაშებენ.

“ფიფა ფან ფესტში” შეკრებილი ფრანგი გულშემატკივრები, რომლებსაც ნიგერიელებთან შედარებითი დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, თავიდან რიხიანად იყვნენ, მაგრამ შემდეგ მოეშვნენ და ისე ომახიანად აღარ ქომაგობდნენ.

ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და წინამძღოლი ფრანგებსაც გამოუჩნდა. თან, არა მამაკაცი, არამედ, ახალგაზრდა გოგონა. ვერ ვიტყვი, რომ ახალი ჟანა დარკი აღმოვაჩინე, მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთის ნაკრების მაისურში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც ლოყებზე თავისი ქვეყნის დროშა გამოესახა, მეგობარს მხრებზე შეახტა და ფრანგები “დაქოქა”.

ისეთი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, მოდი და არ გეგულშემატკივრა. ეტყობა იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ ამდენი ფრანგი ჩუმად იყო და ჯერ “ალე ლე ფრანსე” აძახებინა, შემდეგ ქვეყნის ჰიმნიც ამღერა. ასე დრო და დრო მოიკალათებდა მეგობარი ბიჭის მხრებზე და ქომაგებს დირიჟორობდა. გარკვეული ხნის შემდეგ, გოგონას მხარი უკვე ერთმა ბიჭმა აუბა და დუეტიც შედგა. გამარჯვების შემდეგ, იცოცხლე გაიხარეს ფრანგებმა და ახლა სხვებიც შეახტნენ მეგობრებს მხრებზე დროშების ფრიალით.

ასეა, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, მაგრამ სჩანს ზოგჯერ ქალის ინიციატივა და მუხტიც საჭიროა.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.048561