Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
უშველით თუ არა ბელგიელებს მათ ენაზე მოსაუბრე არბიტრი?
2014-07-01 12:13 | ნახვები: 2530
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი სალვადორში “დაიხურება”, სადაც ბელგიელები აშშ-ს დაუპირისპირდებიან და აღნიშნულ ეტაპზე ეს წყვილი ერთ-ერთ ყველაზე თანაბრად მოიაზრება.

მომავალ პაექრობას დამატებით ინტრიგას ამერიკელთა გერმანელი მწვრთნელის იურგენ კლინსმანის განცხადებაც სძენს, რომელმაც შეხვედრის არბიტრად ალჟირელი ჯამელ ჰაიმუდის დანიშვნა არ მოიწონა და შესაბამისი ახსნა-განმარტებებიც გააკეთა.

“მისი დანიშვნით კმაყოფილი ვარ თუ არა? არა. ალჟირელ არბიტრს მეტოქე ფეხბურთელებთან ერთ ენაზე საუბარი შეეძლება, ჩვენთან კი – არა. ამას გარდა, იგი იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის ნაკრებსაც წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვუგეთ, თანაც ბოლო წუთებზე.

ვიცი, რომ ფიფა-ში მატჩებზე შესაბამისი მსაჯების დანიშვნა ძალიან უჭირთ, თუმცა, რაც არის, არის. ალჟირელ რეფერის წინა ორ შეხვედრაში შეცდომა არ დაუშვია და იმედია, ახლაც კარგად იმუშავებს”.

ცხადია, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კლინსმანს მხოლოდ მსაჯზე არ უსაუბრია და მერვედფინალში საკუთარი გუნდის შანსებიც შეაფასა. “ნათელია, რომ პლეი-ოფი ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან ძალიან განსხვავდება. ბელგიელებს პატივს ვცემთ, თუმცა, მათ მიმართ არანაირი შიში არ გაგვაჩნია. მათი გუნდი მსოფლიოს პირველობის ერთ-ერთ ფარულ ფავორიტად მოიაზრება, მაგრამ სრული კონცენტრაციის შემთხვევაში, მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ბოლო თამაშის შემდეგ სრულად აღდგენა მოვახერხეთ და გუნდური სულიც უმაღლეს დონეზეა. ვგრძნობ, ჩვენი თავგადასავალი ახლაღა იწყება, ასე რომ მატჩს მოთმენლად ველი”.

მომავალი მატჩში, ამერიკელებს შესაძლოა, უმთავრესი ფორვარდი ჟოზი ალტიდორი დაუბრუნდეთ, რომელიც მუნდიალზე ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში განასთან დაშავდა და მას შემდეგ მინდორზე არ გასულა. 24 წლის თავდამსხმელმა უკვე ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო და თუკი კლინსმანმა გარისკა, არსებობს შანსი, ბელგიელებთან შეხვედრისთვის ძირითად შემადგენლობაშიც გამოჩნდეს.

ნამდვილად პირველივე წუთებიდან იქნება საქმეში ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი, რომელმაც გერმანიასთან ბოლო მატჩში ცხვირი გაიტეხა, თუმცა, ტრავმა აღარ გართულებია. წინასწარი ინფორმაციით, ჯონსს სპეციალური ნიღბის გაკეთებაც არ დასჭირდება, ასე რომ, იგი სრულ ფორმაშია.

ამერიკელთაგან განსხვავებით, პრობლემები არ აკლია ბელგიის ეროვნულ გუნდს. გადაწყვეტილია, რომ მერვედფინალში ვერ ითამაშებს ცენტრალური მცველი ტომას ვერმაელენი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა აუწყა. მანვე მცველ ვენსან კომპანისა და ჰავბეკ მარუან ფელაინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

“ვერმალენი მომავალ შეხვედრამდე სასურველ ფორმაში ჩადგომას ვერ ასწრებს და შესაბამისად, ამერიკელებს მის გარეშე ვეთამაშებით. თუ ამ ეტაპსაც გავივლით, მეოთხედფინალში აუცილებლად გამოგვადგება. ჯერ არ ვიცი, შეძლებს თუ ვერა თამაშს კომპანი. ფელაინის შემთხვევაში კი სანერვიულო არაფერია. ის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება”.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ბელგიელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარაფრით დაეხმარება ანტონი ვანდენ ბორე. 26 წლის მცველმა მძიმე ტრავმა სამხრეთ კორეასთან ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში მიიღო და რამდენიმეკვირიანი უქმობა გამოწერილი აქვს. სხვა საქმეა, რომ ვანდენ ბორე ნაკრების ძირითად თერთმეტეულში არ მოიაზრებოდა და მისი არყოფნა გადამწვეტი არ უნდა იყოს.

დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ბელგიელთა ნახევარმცველი სტივენ დეფური. 26 წლის ფეხბურთელმა კორეელ კიმ შინ-ვუკეს წინააღმდეგ ძალიან იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ერთმატჩიანი სასჯელი დაიმსახურა. სხვათა შორის, ფიფა-ში ამ ეპიზოდის დამატებით გამოკვლევას აპირებენ, თუკი დეფურის ქმედებაში განზრახ უხეშობა დაინახეს, შესაძლია, ბელგიელს დისკვალიფიკაცია კიდევ 1 მატჩით გაუხანგრძლივონ.

მომავალი თამაშის წინ კომენტარები გააკეთეს ბელგიელთა მცველებმა დანიელ ვან ბუიტენმა და ტობი ალდერვერიელდმა. პირველმა მოულოდნელად იერიში მეტოქის მწვრთნელზე მიიტანა, მეორემ კი საკუთარი გუნდის ლიდერ ედენ აზარის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“კლინსმანის ხელმძღვანელობით, “ბაიერნში” მითამაშია და ვერ ვიტყვი, რომ მან რამით განმაცვიფრა. იგი უბრალოდ მწვრთნელია, რომელსაც გუნდის გაერთიანება და ყოველი მოთამაშისგან მაქსიმუმის გამოწურვა შეუძლია. იგი ჩვენზე ბევრს საუბრობს და ფავორიტებად გვასახელებს, მაგრამ, ცხადია, სინამდვილეში ასე არ ფიქრობს. ამერიკელები ძალიან მოტივირებულნი იქნებიან და მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერს იღონებენ”, - აღნიშნა ვან ბუიტენმა.

და რას ამბობს ალდერვეირელდი აზარზე? “არ ვფიქრობ, რომ მერვედფინალის წინ ედენი განსაკუთრებული წნეხის ქვეშაა. იგი ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს და აშშ-სთანაც ასე იქნება. აზარს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა პირადად შეუძლია და ეს როდის მოხდება, პროგნოზირება შეუძლებელია. ამას გარდა, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ სათადარიგოთა სკამზეც დიდებული ფეხბურთელები გვყავს. მოკლედ, ამერიკელებთან დაპირისპირების ნამდვილად არ გვეშინია”.


სალვადორი. “არენა ფონტე ნოვა”. 00:00

ბელგია – აშშ

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია: კურტუა, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ვიტსელი, ფელაინი, მერტენსი, აზარი, დე ბრუინე, ლუკაკუ.

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.

აშშ: ჰოვარდი, ბესლერი, ჯონსონი, გონსალესი, ბისლი, ბრედლი, ზუსი, ბედოია, ბეკერმანი, ჯონსი, დემპსი.

მწვრთნელი: იურგენ კლინსმანი.

მსაჯი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი).

ტეგები:
ბელგია აშშ

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.035508