ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერი ნეიმარი კოლუმბიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში თამაშს შეძლებს. “სელესაოს” ბანაკში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემების მიუხედავად, ბრაზილიელთა “ათიანს” თამაშის გამოტოვება არ მოუწევს.
“ნეიმარს ბარძაყი ნორმალურად აქვს. გაცილებით უარესი მდგომარეობაა მუხლთან, სადაც ტკივილები ჯერ კიდევ არის. შესაძლოა, სწორედ ამ პრობლემის გამო, ნეიმარს ვარჯიშების გამოტოვება მოუწიოს. უახლოეს პერიოდში, მას კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, მაგრამ გარწმუნებთ, ნეიმარი კოლუმბიასთან ითამაშებს”, - განაცხადა ბრაზილიის ნაკრების პესსამსახურის უფროსმა როდრიგო პაივამ პრესკონფერენციაზე.
ცნობისათვის, ბრაზილიის ნაკრები კოლუმბიას 4 ივლისს დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია