|
ონაზის ორმაგი მოტეხილობა აქვს
2014-07-01 17:46 | ნახვები: 2545
1
საფრანგეთსა და ნიგერიას შორის გამართულ შეხვედრაში აფრიკელთა ნახევარმცველის, ოგენი ონაზის მიერ მიღებული ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა – 21 წლის შუახაზელს ორმაგი მოტეხილობა აქვს. ონაზის ტრავმა ბლეზ მატუიდიმ მიაყენა. როგორც გაირკვა, ნიგერიელს დიდი და მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი დასჭირდება მის მკურნალობას, მაგრამ ცხადია, რომ რომის “ლაციოს” ფეხბურთელს 2014-15 წლების სეზონის სტარტი გაუცდება. ტეგები:
ოგენი ონაზი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია