Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დი მარია: ჯერ ფორმის პიკში არ ვართ
2014-07-01 19:37 | ნახვები: 1949
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია თვლის, რომ მის ნაკრებს ჯერ ფორმის პიკამდე არ მიუღწევია და გულშემატკივარი მათგან მხოლოდ თამაშის გაუმჯობესებას უნდა ელოდოს.

„თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. მართალია, ჯერ საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით. ჩვენ გუნდი ვართ და არა ცალკეულ ფეხბურთელთა ჯგუფი, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ჩვენს გამოსვლაში. გუნდში მცირედი გაუგებრობაც კი არ არსებობს და ჩვენ ერთიანი ვართ, როგორც არასდროს. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ“ - განაცხადა დი მარიამ.

დი მარიამ ლეო მესიზეც ისაუბრა: „ლეო მსოფლიოში საუკეთესოა. რასაც იგი აკეთებს, სხვისთვის უბრალოდ შეუძლებელია. საბედნიეროდ, ის ჩვენს გუნდშია და ეჭვი არ მეპარება, რომ სწორედ მესი გახდება მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მას ახლა ყველაფერი კარგად მისდის და ნაკრებს შეუძლია, ლეოს საუცხოო თამაშით ისარგებლოს“

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალში“ დი მარია კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელია. პორტუგალიელი შარშან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ ინტერვიუმ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმის შესახებ, რომ ანხელს „რეალიდან“ წასვლა სურს.

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04327