FIFA-ს პრეს-მდივანი დელია ფიშერი აცხადებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მექსიკასთან გამართულ მატჩში არიენ რობენის სიმულაციის ფაქტს არ გამოიძიებს.
ჰოლანდიასა და მექსიკას შორის გამართული შეხვედრის დროს, რობენი მეტოქის საჯარიმოში 2-ჯერ წაიქცა, აქედან მე-2 შემთხვევას თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. რობენმა აღიარა, რომ პირველ შემთხვევაში ისიმულიანტა და ბოდიშიც მოიხადა.
“სიმულაცია სულაც არაა ის, რისი ფეხბურთში ხილვაც ჩვენ გვინდა. თუმცა, მსაჯებს მსგავს სიტუაციებში გარკვევის სპეციალური კურსები აქვთ გავლილი და ისინი დამრღვევებს ყვითელი ბარათით სჯიან. ამის პარალელურად, დისციპლინარული კომიტეტი მხოლოდ სერიოზულ დარღვევებს იკვლევს.” – აცხადებს დელია ფიშერი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია