Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
შვეიცარია თავაწეული მიდის, არგენტინა მეოთხედფინალშია
2014-07-02 00:10 | ნახვები: 3470
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მეორე დამატებული ტაიმის დასრულებამდე ორიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც არგენტინელებმა მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანეს და მეოთხედფინალში გასვლით გაიხარეს, შვეიცარიამ კი, ღირსეული თამაშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი თავაწეულმა უნდა დატოვოს.

მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ არგენტინას, ის თამაში, რასაც მისგან გულშემატკივარი ელოდა, ჯგუფურ ეტაპზეც არ უჩვენებია, მაგრამ მერვედფინალურ წყვილში მაინც ფავორიტად ითვლებოდა. ეს იმიტომ, რომ ჯგუფში ვერც შვეიცარია გამოიყურებოდა მაინცდამაინც დამაჯერებლად და ეკვადორთან მესამე დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოახერხა პლეი ოფში გასვლა. თამაშის დაწყებამდე, ტრავმების მხრივ გუნდები თანაბარ სიტუაციაში იყვნენ - არგენტინამ აგუერო, ხოლო შვეიცარიამ ბერგერი და გავრანოვიჩი დაკარგა.

როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინა პირველივე წუთებიდან პირველ ნომრად თამაშობდა, მაგრამ მესისა და დი მარიას ჩანაფიქრებს მცველები ადვილად უღებდნენ ალღოს. ევროპელებმა ნელ-ნელა შეტევაზე დაიწყეს ფიქრი და პირველი საგოლე მომენტიც მათ შექმნეს - 27-ე წუთზე შაქირიმ საჯარიმოს ცენტრში ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჯაკას დაუგორა და მანაც დაბალი დაარტყა, მაგრამ რომერომ ფეხით რეაგირება მოასწრო. ორიოდე წუთში სახიფათო დარტყმით ლავესიმ უპასუხა, მაგრამ ძალა დააკლდა. 38-ე წუთზე სამხრეთამერიკელთა დაცვა ჩავარდა, რატომღაც კარის დატოვება არც მეკარემ გარისკა და მასთან პირისპირ დარჩენილ დრმიჩს უკეთ რომ ეთამაშა ანგარიშიც გაიხსნებოდა, მაგრამ თავდამსხმელმა ტექნიკურად თამაში ირჩია და ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა.

შვეიცარიას მომენტები მეორე ტაიმშიც ჰქონდა, მაგრამ არგენტინელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ბენალიოსაც საქმე არ ელეოდა. მან ჯერ როხოს დარტყმა მოიგერია ახლო კუთხეში, ხოლო მომდევნო ეპიზოდში ძელის ქვევიდან იგუაინის თავური უკუაგდო. მეორე ნახევრის შუაში მეკარემ მესის დარტყმული მოიგერია და პალასიო დასამატებლად დაიძრა, მაგრამ მცველებმა და მეკარემ არ დაანებეს. მოკლედ, სამხრეთამერიკელები ცდილობდნენ, მაგრამ რაღაც აკლდათ და არც შვეიცარია ტყდებოდა.

დამატებითი დრო არგენტინელთა მასირებული იერიშებით გაგრძელდა, მაგრამ ნახევარმომენტების გარდა არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, მცირე შესვენების შემდეგ, 108-ე წუთზე დი მარიამ ძლიერად გაისროლა და ბენალიოს მთელი ოსტატობის გამოვლენა დაჭირდა. ნელ-ნელა თერთმეტმეტრიანების სერია ახლოვდებოდა, დამატებითი დროის დასრულებამდე ორი წუთი რჩებოდა და არგენტინელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ცენტრიდან მესი მცველს გასცდა და მარჯვნივ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი დი მარია მოძებნა, მან კი, შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

დარჩენილ დროში შვეიცარიამ შანსი მიიღო და ალბათ, თავდადებული თამაშისთვის თერთმეტრიანების სერიასაც იმსახურებდა, მაგრამ ძემაილის თავური ძელმა აისხლიტა, კვლავ შემტევის ფეხს მოხვდა და ბურთმა კარის გზა ვერც ამ ჯერზე იპოვა. ევროპელებმა სრული შემადგენლობით შუტიეს, მეტოქის კართან შანსს ბენალიოც ეძებდა და წარბიც არ შეუხრია დი მარიამ დაუცველ კარში შორიდან რომ დაარტყა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა. არადა, სულ ბოლოს შაქირიმ ზედ კარის წინ 17 მეტრიდან სახიფათო ჯარიმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ცოცხალ კედელს ვერ გადააცილა...

სან-პაულუ. “არენა კორინთიანსი”

არგენტინა - შვეიცარია 0:0 (0:0) (1:0 დ.დ.)

არგენტინა: რომერო, საბალეტა, ფერნანდესი, გარაი, როხო (ბასანტა 105), მასკერანო, გაგო (ბილია 106), დი მარია, მესი, ლავესი (პალასიო 74), იგუაინი.

შვეიცარია: ბენალიო, ლიხტშტაინერი, ჯურუ, შერი, როდრიგესი, ბერამი, ინლერი, ჯაკა (ჟელსონ ფერნანდესი 66), შაქირი, მეჰმედი (ძემაილი 113), დრმიჩი (სეფეროვიჩი 82).

გოლი: 1:0 დი მარია (118)

გაფრთხილება: როხო (90), დი მარია (120), გარაი (120+4) - ჯაკა (36), ჟელსონ ფერნანდესი (73)

ბურთის ფლობა: 62%-38%; კარში დარტყმა: 29 (22)- 14 (8); კუთხური: 13-5; ჯარიმა: 19-28; თამაშგარე: 0-2; სეივი: 7-21



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039141