![]() |
|
ჰიტცფელდმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
2014-07-02 10:29 | ნახვები: 2869
![]()
1
შვეიცარიის ეროვნული ნაკრების აწ უკვე მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი გუნდს და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს დაემშვიდობა. გერმანელის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შვეიცარელებმა არგენტინასთან დამატებული დროის ბოლოსკენ გოლი გაუშვეს (0:1). გერმანელ სპეციალისტს კომპენსირებულ დროში დამარცხებამ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაახსენა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიუნხენის "ბაიერნს" გამარჯვება მატჩის ბოლო წუთებზე გამოგლიჯა ხელიდან. "ფეხბურთი ემოციებითაა დატვირთული, ამიტომაც მიყვარს სპორტის ეს სახეობა. შვეიცარიამ თავისი თამაშით დღეს, მსოფლიოში ბევრი ადამიანის გული დაიპყრო და ამით ძალიან ვამაყობთ. ახლა ცხოვრებაში ახალი ეტაპი მიდგას, ტელევიზიაში ჟურნალისტად სამუშაოდ ვემზადები. სამწვრთნელო საქმე რთულია და ჩემი კარიერით ვამაყობ. კლუბებში და შვეიცარიის ნაკრებში ჩემი მოღვაწეობით კმყოფილი ვარ. არგენტინასთან მატჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამახსენა. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ მიუხედავად არგენტინასთან მარცხისა, მათ საკუთარი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთეს." _ განაცხადა 65 წლის მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ ოტმარ ჰიტცფელდს გერმანიის ბუნდესლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა. ტეგები:
ოტმარ ჰიტცფელდი |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია