ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი თავისი გუნდის მუნდიალზე ასპარეზობით ამაყია. ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან დამატებით დროში დამარცხების შემდეგ (1:2), გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელებით ამერიკა ამაყობს.
"ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. ყველა ფეხბურთელმა მუნდიალზე თავი ისე წარმოაჩინა, რომ მთელი ქვეყანა ამაყობს. მოთამაშეებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ გაეღოთ მაქსიმუმი, რათა შინ პოზიტიურად დაბრუნებულიყვნენ და ვფიქრობ, ასეც მოხდა. ჩვენ ქვეყნის ყველა კუთხეში ვეძებდით ტალანტებს, ვაგრძელებთ ზრდას, არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ მომავალში მოწინააღმდეგეებს უფრო ძლიერ ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება." _ განაცხადა კმაყოფილმა კლინსმანმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია