Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პელე-არგენტინა 3:2
2014-07-02 11:30 | ნახვები: 7181
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას არაერთმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ იოლი მატჩი არ არსებობს და ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. განვლილმა მერვედფინალებმა გამოაჩინა, რომ ამ ხალხმა იცოდა რასაც ამბობდა. წყვილებში აშკარა ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა ურთულესი ბრძოლები გადაიტანეს და რვა მატჩიდან ხუთში დამატებითი დრო დაინიშნა.

არგენტინასთან შეხვედრამდე, შვეიცარიელთა გამოცდილი გერმანელი დამრიგებელი ოტმარ ჰიცფელდი აღიარებდა, რომ სამხრეთამერიკელები ფავორიტები იყვნენ. ალბათ, არავინ იფიქრებდა, რომ მესისა და კომპანიას, ევროპელთა დასამარცხებლად 90 წუთი არ ეყოფოდათ.

მესი კვლავ მაღალ დონეზე გაისარჯა, მაგრამ ჯგუფში ჩატარებული თამაშებისგან განსხვავებით ამჯერად გოლი არ გაუტანია. თუმცა, საგოლე გადაცემა მიითვალა. მაინც რას ნიშნავს, როდესაც გუნდში უმაღლესი კლასის ოსტატი გყავს. უმეტესობას ეგონა, რომ პენალტების სერია გარდაუვალი იყო და ამ დროს მესიმ საუცხოო რეიდის შემდეგ, დასარტყმელ პოიზიციაზე დი მარია გაიყვანა, რომელმაც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ “შეასრულა” – შიდა ტერფით შორ კუთხეში გაიტანა. მესი მართლაც ლიდერის ყველა თვისებითაა აღჭურვილია და თუ ამას აქამდე ძირითადად “ბარსელონაში” ამტკიცებდა, მიმდინარე მუნდიალზე ნაკრებსაც გაუძღვა.

დი მარია გუნდის კაპიტანთან ერთად არგენტინელთა რიგებში უდავოდ გამორჩეული ფიგურაა. გასაოცარია საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ენერგია. დამატებით დროში ბურთიანად ისე გაიქცევა, თითქოს მოედანზე ახალი შესული იყოს. მადრიდის “რეალის” გარემარბი მართლაც საუკეთსო სეზონს ატარებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშეც ტყუილუბრალოდ არ უღიარებიათ.

მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მაყურებელი ბრაზილიისა და არგენტინის მატჩებს ჰყავს. რიო დე ჟანეიროს “ფიფა ფან ფესტისკენ” ხალხი დილიდან დაიძრა და მატჩის დაწყებისთვის ტევა არ იყო. უმრავლესობას არგენტინელები შეადგენდნენ, ხოლო ვინც ფანზონის ტერიტორიაზე არ უყო თანამემამულეებს მესერის გადაღმა ოკეანის სანაპიროდან გულშემატკივრობდა. უზარმაზარი ეკრანი მათ ამის საშუალებას აძლევდა.

თავდაპირველად არგენტინელები მცირერიცხოვან შვეიცარიელთა ხმას აშკარად ფარავდნენ, მაგრამ შაქირისა და დრპიჩის მიერ გაცუდებული საგოლე მომენტების დროს “სვისა, სვისაც” გაისმა. ბუნებრივია, არგენტინელები იხტიბარს არ იტეხდნენ, თუმცა საქმე დამატებით დრომდე რომ მივიდა ისე მხნედ ვეღარ იყვნენ. ერთი პერიოდში შვეიცარიელებმა ბურთი “დაიჭირეს” და ქომაგებმა “ოლე, ოლე” მიაყოლეს. დი მარიას მიერ გატანილი გოლის მერე, “ფიფა ფან ფესტი” ლამის დაინგრა. თუმცა, შაქირიმ რომ ბურთი ძელს გაარტყა, არგენტინელებს კი “გააცივათ” და წამიერად გაირინდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როგორი სანახავია. ასობით მესის მაისურში გამოწყობილი ადამიანი რომ ერთად ხტუნავს. ისე ბრაზილიელები შვეიცარიას გულშემატკივრობდნენ. მათ ოღონდ არგენტინის საწინააღმდეგოდ ქომაგობის შანსი მიეცი და ჩემი თვალით ვნახე, “მარაკანაზე” ბოსნიას მხარი რომ დაუჭირეს. ერთ-ერთი ახალგაზრდა ბრაზილიელი თუ გვერდით არგენტინელი ჩაუვლიდა, რაღაცას მიაძახებდა ხოლმე, ცხადია მხარდასაჭერს არაფერს.

ისე მავანთ ჰგონიათ, რომ არგენტინის გაჩემპიონებას ხელს მხოლოდ პელე თუ შეუშლის და შესაბამის პლაკატსაც აფრიალებდნენ. სხვათა შორის, პელე განვლილ მატჩს თავლს სტადიონიდან ადევნებდა და წამით კადრში რომ გაიელვა, არგენტინელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და უსტვინეს. ზოგისთვის “ფეხბურთის მეფე” პელეა. ზოგისთვის, მესი, მარადონა და რომის პაპი, რომელიც არგენტინელია, მსოფლიოს სამ ყველაზე დიდ პიროვნებად მიაჩნიათ და მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში პალაკატსაც აფრიალებენ, სადაც სამივეა გამოსახული.

არგენტინა მეოთხედფინალში ბელგიას შეხვდება. ამ გუნდების გზები მსოფლიო პირველობაზე ბოლოს 1986 წელს მექსიკაში გადაიკვეთა. მაშინ, ნახევარფინალში გენიალური დიეგო მარადონას ორი საუცხოო გოლის წყალობით სამხრეთამერიკელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045388