ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ დამატებით დროში მოგებული შეხვედრის შემდეგ (2:1), განაცხადა, რომ არგენტინის წინააღმდეგ ფოკუსირებულია, თუმცა გუნდმა განვლილი მატჩი არ უნდა დაივიწყოს.
"ჩემი გულისთვის, გთხოვთ ასეთი მატჩები ბევრი არ ჩაატაროთ, - დაიწყო პრესკონფერენციაზე საუბარი ვილმოტსმა, - ბევრი შესაძლებლობაც გვქონდა, მატჩშიც ვდომინირებდით და ამ გამარჯვებას ვიმსახურებთ. მოწინააღმდეგეთა მეკარე (25 სეივი) შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ჩვენ აშშ-სთან მატჩი უნდა დავივიწყოთ და არგენტინასთან მომავალ დაპირისპირებაზე ფოკუსირება მოვახდინოთ. ლუკაკუს ბევრს აკრიტიკებდნენ და ვეუბნებოდი, ყურადღება არ მიექცია - მან თავის გამოჩენა შეძლო. მომავალ მატჩში ფავორიტები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ იღბალი თანაბრად მაინც გვექნება." _ განაცხადა ბელგიელთა თავკაცმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია