Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სამხრეთამერიკელი “საბჭოელი” “მარაკანაზე”
2014-07-02 12:25 | ნახვები: 5157
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ისე რა ქვეყანა შექმნეს ამ ლენინმა და მისთანებმა, რომ დაშლის მერეც, მისი აჩრდილი ხალხს მოსვენებას არ აძლევს. რუსების მესმის, ბევრი მათგანი დღემდე მას მისტირის და არაერთხელ გამიგია: “რაზვე მი პლოხა ჟილი”. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ საბჭოთა სიმბოლიკას ვერ ეშვებიან და ბრაზილიაში ხან ნამგალ-უროიანი მაისურებით, ხან ქუდებით გამოჩნდებოდნენ ხოლმე. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ, საქართველოშიც მინახავს ხალხი ვისაც მაისურები ან სპორტულები ეცვათ და მკერდზე რუსულად СССР ჰქონდა წარწერილი. ნამდვილად არ ვიცი, ეს ნოსტალგია იყო თუ სხვა რამ.

კოლუმბია-ურუგვაის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის მაისურაზე შევნიშნე მსგავსი წარწერა. თავიდან ვიფიქრე რუსია-მეთქი და არ გამკვირვებია. თუმცა, შემდეგ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მედიასაშუალების წარმოამდგენელი არ აღმოჩნდა. სამხრეთ ამერიკელი იყო, კოლუმბიელი ან ურუგვაელი. ფოტო გადავუღე და გაუხარდა, მაგრამ კითხვა რომ დავუსვი გაუკვირდა – საბჭოთა კავშირი იცი რა არის-მეთქი? კომუნისტური იდეები არც სამხრეთ ამერიკაში აკლდათ და აკლიათ, თუმცა საბჭოეთი რა იყო ნაღდად არ გაეგო. მე მოკლედ ავუხსენი რაც იყო ეს ქვეყანა, ბუნებრივია კარგს არაფერს ვეტყოდი. საბჭოეთისადმი ჩემი აგრესიის მიზეზს ვერ მიხვდა, გამიღიმა და მითხრა: “პოლიტიკა არ მაინტერსებს, ფეხბურთის გულშემატკივარი ვარო”.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039288