ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების შემტევი არიენ რობენი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მექსიკასთან გამართული მატჩის მიწურულს, მისი წაქცევის გამო, არბიტრმა თერთმეტმეტრიანი სწორად დანიშნა.
“შემიძლია იგივე გავიმეორო, რაც მატჩის შემდეგ ვთქვი. ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ მექსიკასთან თამაშის პირველ ეპიზოდში ვისიმულიანტე. ეს არ უნდა გამეკეთებინა. სულელურად გამოჩნდა, მაგრამ ზოგჯერ კონტაქტს ელი და ამისთვის მზად ხარ, მაგრამ მეტოქე ფეხის გაწევას მოასწრებს, შენ კი ინერციით ეცემი.
თუმცა, მატჩის მიწურულს მარკესმა ნამდვილად წამაქცია. შეგიძლიათ, ეს განმეორებით ნახოთ. ასე რომ, თერთმეტმეტრიანი სამართლიანად დაინიშნა.
პატიოსანი ადამიანი ვარ. ამის გამო, ზოგჯერ, ვისჯები კიდევ, მაგრამ ვამჯობინებ სიმართლე ვთქვა.” – აცხადებს არიენ რობენი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია