|
მერვედფინალის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესოები
2014-07-02 20:43 | ნახვები: 6318
12
უჩვეულო მერვედფინალები იყო მუნდიალზე. ხუთ მატჩში დამატებითი დრო გახდა საჭირო და ამ ხუთიდან ორში პენალტების სერია დაინიშნა, ხოლო სამ შეხვედრაში დამატებით 30 წუთში გამოვლინდა მეოთხედფინალში გასული. ჯგუფურ ეტაპთან შედარებით, გოლების რაოდენობამ იკლო, მაგრამ ეს მეკარეების ბრწყინვალე თამაშის ბრალია. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ბელგია-აშშ-ის შეხვედრაში იყო იმდენი საგოლე მომენტი, 8 მატჩს ეყოფოდა. აქვე, "მსოფლიო სპორტის" ვერსიით, მერვედფინალის სიმბოლური ნაკრები: ტიმ ჰოვარდი (აშშ) - შტეფან ლიხშტაინერი (შვეიცარია), მაიკლ უმანია (კოსტა რიკა), დავიდ ლუიზი (ბრაზილია), მარკოს როხო (არგენტინა) – პოლ პოგბა (საფრანგეთი), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), კევინ დე ბრუინი (ბელგია), ანხელ დი მარია (არგენტინა), ანდრე შიურლე (გერმანია) – რომელუ ლუკაკუ (ბელგია) საუკეთესო ფეხბურთელი:ხამეს როდრიგესი (კოლუმბია). საუკეთესო მწვრთნელი:ოტმარ ჰიტცფელდი (შვეიცარია). საუკეთესო გოლი:ხამეს როდრიგესი (კოლუმბია-ურუგვაი, 28-ე წუთი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია