|
ცხოვრების ჯანსაღი წესი ბრაზილიურად
2014-07-03 10:11 | ნახვები: 6263
12345678
იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფები, შევამჩნიე, რომ ადგილობრივებს ვარჯიში უყვართ. იმის შესახებ საუბარი არაა, რომ ოთხი თუ ხუთი კილომეტრის სიგრძის “კოპაკაბანაზე” დილიდან-ღამემდე ფეხბურთსა და “გრეჰეთბოლს” თამაშობენ. სხვათა შორის, ბურთთან მოპყრობიდან გამომდინარე, ტურისტსა და ბრაზილიელს ერთმანეთისგან უმალ გაარჩევ. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ ბრაზილიელებს ვგულისხმობ. ისინი დილას არა მხოლოდ “კოპაკაბანს” გასწვრიც სპეციალურად გამოყოფილ ბილიკზე “ძუნძულებენ”, არამედ, მსგავსი ბილიკებია ლაგოას ტბის ნაპირზე, “მარაკანას” სტადიონის წინ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა დილის 7-8 საათზე დარბის. ბევრი მათგანი 10-11 საათზე “ძუნძულებს”, ღერძზე იზიდება, და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საღამოსაც არაერთ მოვარჯიშეს შეხვდები. პირადად შევესწარი უკვე გვარიანად დაბნელებული იყო, რომ “მარაკანას” სტადიონთან მწვრთნელი სპეციალურ ჯგუფს ავარჯიშებდა, რომელშიც ასაკის განურჩევლად ქალი, კაცი და ბავშვები შედიოდნენ. ისინი მწვრთნელის დავალებას შესაშური მონდომებით ასრულებდნენ. საღამოს ფიტნეს-კლუბებიც სავსეა და ვისაც გარეთ სირბილი არ სურს, ტრენაჟორის ბილიკზე დარბის. რიო დე ჟანეიოროში ერთი-ორი დღე წვიმდა, მაგრამ ამას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარნი არ შეუშინებიან და მათი რიცხვი ნამდვილად არ შემცირებულა. აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელებს ველოსიპედით სეირნობაც ძალიან მოსწონთ. ამისთვისაც საგანგებო გზებია და ხშირად ველოსიპედით მომავალთა მთელ “ქარავანს” ნახავ. რიო დე ჟანეიროში მოვარჯიშეები საკმაოდ არიან, სხვა ქალაქებში ამ მხრივ რა ხდება ნამდვილად არ ვიცი. ცხადია, ისინი ვარჯიშობენ ვისაც მეტ-ნაკლებად დალხენილი ცხოვრება აქვს, თორემ “ფაველებში” არც სარბენი ბილიკები მინახავს და არც მოვარჯიშენი. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია