ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მეოთხედფინალის მსაჯების დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბრაზილიისა და კოლუმბიის დაპირისპირებას ესპანელი არბიტრები მოემსახურებიან, კარლოს ველასკო კარბალიოს მეთაურობით. ეს უკანასკნელი ბრაზილიურ მუნდიალზე ურუგვაი-ინგლისის (2:1) და ბოსნია ჰერცეგოვინა-ირანის (3:1) შეხვედრებს გაუძღვა.
საფრანგეთისა და გერმანიის მეოთხედფინალური დაპირისპირების მთავარ მსაჯად კი 39 წლის არგენტინელი ნესტორ პიტანა დაინიშნა, რომელმაც თავისი საქმე რუსეთი-სამხრეთ კორეისა (1:1), აშშ-პორტუგალიისა (2:2) და ჰონდურასი შვეიცარიის (0:3) თამაშებზე შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია