![]() |
|
ლიოვს გრიპის ვირუსი აღელვებს
2014-07-03 15:31 | ნახვები: 3488
![]()
1
გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთბაშად შვიდ ფეხბურთელს, საფრანგეთთან მუნდიალის მეოთხედფინალური მატჩის წინ, გრიპის ვირუსის ნიშნები აწუხებს. ამის შესახებ გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომელმაც მოთამაშეთა დასახელებისგან თავი შეიკავა. “ფეხბურთელებს ყელის ტკივილი და გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები აწუხებთ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ხშირი მგზავრობა და ბრაზილიის ქალაქებში ტემპერატურის მუდმივი ცვალებადობაა, ასევე კონდიციონერების მუშაობა. სიტუაციის დრამატიზება ნამდვილად არ მინდა, ჯერჯერობით მდგომარეობა არც ისე რთულია, თუმცა კარგად გვახსოვს ჰუმელსის შემთხვევა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსგავსი ნიშნების გამოჩენიდან მეორე დღეს სერიოზულად გართულდა”, - ციტირებს ლიოვის სიტყვებს გამოცემა Abendzeitung-ი. შეგახსენებთ, რომ მატს ჰუმელსმა გრიპის გამო ალჟირთან 1/8-ფინალური მატჩი გამოტოვა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძობს და გუნდთან ერთად ემზადება.
გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა 1/4-ფინალური დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია