არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ, ნიგერიასთან მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში (3:2) მიღებული ტრავმა მოიშუშა.
როგორც AFP-ი იტყობინება, ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ის ბელგიასთან 5 ივლისს გასამართ მეოთხედფინალურ შეხვედრაში.
აგუერომ ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი შვეიცარიის წინააღმდეგ (1:0 დ.დ.) გამოტოვა და არგენტინული საინფორმაციო საშუალებები აცხადებდნენ, რომ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი მიმდინარე მუნდიალზე თამაშს ვეღარ შეძლებდა, თუმცა ეს ცნობა არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბმა უარყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია