ფიფას ტრადიციულ მედია ბრიფინგზე, რომელიც სტადიონებზე რასობრივი დისკრიმინაციისა და განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების საკითხებს მიეძღვნა, ბრაზილიისა და ტრინიდადის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ყოფილი კაპიტნები კაფუ და დუაიტ იორკი ესწრებოდნენ.
ბრიფინგის მსვლელობისას საკმაოდ ისაუბრეს თუ რა უნდა გაკეთდეს ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად. კაფუ და იორკმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის კანი აქვს ფეხბურთელს, შავი, ყავისფერი თუ ყვითელი და ყველა მათგანი თანასწორია.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კაფუ ბრაზილიელი ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბარი არ ყოფილა და კაფუს კითხვებს კოლუმბიასთან მომავალი დაპირისპირების შესახებ უსვამდნენ. ის საპრესკონფერენციო დარბაზში დიდხანს დააყოვნეს. შემდეგ, ერთ-ერთ ბრაზილიურ არხზე პირდაპირი ჩართვა ჰქონდა. ბრაზილიელი ჟურნალისტებისგან ხშირად გაიგებდი “ფელიპაოს” (ლუიშ ფელი სკოლარის ბრაზილიელები ასე მოიხსენიაბენ-რედ.), ტიაგო სილვას, დავიდ ლუიზის, ნეიმარის, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის სახელებს. მოკლედ, მთელი ბრაზილიური მედია და ფეხბურთის ქომაგები კოლუმბიასთან მეოთხედფინალური დაპირისპირების მოლოდინშია.
ლაშა თაბაგარიworldposrt.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ლაშა თაბაგარი ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია