|
ფრანგების ვარჯიში “მარაკანაზე”
2014-07-03 20:35 | ნახვები: 5632
12345
წინა მატჩებისგან განსხვავებით, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთსა და გერმანიას შორის დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, ორივე გუნდს “მარაკანაზე” ვარჯიშის უფლება დართეს. თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი და ერთ-ერთი ფეხბურთელი პრესკონფერენციას გამართავდნენ, რის შემდეგ წვრთნა შედგებოდა. თუმცა, განრიგი შეიცვალა, რაც სხვა დროსაც მომხდარა და დეშამი ჟურნალისტებს ვარჯიშის შემდეგ შეხვდება. ამჟამად, ფრანგები “მარაკანაზე” იტვირთებიან და მედიას მათი ყურებისა და ფოტოების გადასაღებად დრო 15 წუთი მისცეს. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ლაშა თაბაგარის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია