Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
"მარაკანა" დიდ მატჩს ელის
2014-07-03 22:00 | ნახვები: 3712
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

საფრანგეთი-გერმანია. შეუძლებელია, ამ გუნდების ძველი თამაშების ისტორიას აუარო გვერდი. დიდი მეოთხედფინალი გველის წინ, თანაც, "მარაკანაზე" – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ სტადიონზე. ყველაფერი მზადაა ზეიმისთვის.

აი, გერმანელთა მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს სულაც არ ეზეიმება:

"7 ფეხბურთელს გრიპი აქვს. მიზეზი კონდიციონერებია. ასევე, ბევრი ფრენა გვიწევს, კლიმატს ვიცვლით. არ მინდა სიტუაციის დრამატიზირება. იმედი მაქვს, ეს შვიდეული საფრანგეთთან მატჩისთვის მზად იქნება" – თქვა ლიოვმა.

ლიოვს ფეხბურთელები არ დაუსახელებია. ისე კი, ვარჯიშს შეუდგნენ ჰუმელსი და პოდოლსკი. "დორტმუნდის" მცველს ალჟირთან მატჩი გაუცდა, რადგან შეუძლოდ გახლდათ. დიდი ალბათობით, ის ძირითად თერთმეტეულში იქნება.

ტრავმირებულია შკოდრიან მუსტაფი და მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს. მუსტაფი ალჟირთან დაშავდა, რის გამოც ლიოვმა კაპიტანი ლამი მარჯვენა მცველად გადაიყვანა, ხოლო საყრდენად ხედირა შემოუშვა. ყველამ დაინახა, რომ გერმანელები ამის შემდეგ უკეთ ათამაშდნენ.

Kიცკერ-ის აზრით, ლიოვი მარიო გიოტცეს ნაცვლად ანდრე შიურლეს დააყენებს. "ჩელსის" შემტევმა კარგად ითამაშა ალჟირთან და გოლიც გაიტანა. ასევე, დიდი შანსია, მარცხენა მცველის პოზიციაზე ჟერომ ბოატენგი დადგეს ჰიოვედესის ნაცვლად. არც ერთია ტიპიური მარცხენა მცველი და არც მეორე, თუმცა ბოატენგი უფრო სწრაფია, ფრანგი ვალბუენას გასანეიტრალებლად კი ეს მისწრებაა. 23-კაციან სიაში "იოგის" ერთი ნომინალური მარცხენა მცველი ჰყავს დორტმუნდელი დურმის სახით. ეტყობა, გამოუცდელობის გამო ვერ ენდობა.

გერმანიის ნაკრების ყოფილი მარცხენაფლანგელი, 1990 წელს ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი ანდრეას ბრემე შიშობს – გერმანიამ თამაშს თუ არ მოუმატა, საფრანგეთს ვერ მოუგებსო. ბრემემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე "მამლები" უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებენ.

საფრანგეთის ნაკრებში საკადრო პრობლემები არაა. სახოც კი, რომელიც ტრავმირებული გახლდათ, გამოჯანმრთელდა. დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ სახო სათამაშოდ მზადაა, თუმცა დაუმატა, ლორან კოსიელნიმ საფრანგეთთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჯერ არ ვიცი, ვის მივანიჭებ უპირატესობასო.

საინტერესოა, ანდობენ თუ არა სასტარტოში ადგილს ანტუან გრიზმანს, რომელიც შეცვლაზე შევიდა ნიგერიასთან და ძალიან კარგადაც ითამაშა. ან გრიზმანი იქნება თერთმეტეულში, ან ოლივიე ჟირუ.

დისკვალიფიკაცირებული არც ფრანგებს ჰყავთ და არც გერმანელებს, თუმცა ზღვარზე არიან: მატუიდი, პოგბა, ევრა (საფრანგეთი), ლამი, ჰიოვედესი (გერმანია).

... მუნდიალის ისტორიაში ეს გუნდები პირველად 1958 წელს, მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრანგებმა 6:3 იმარჯვეს. პოკერი მიითვალა ლეგენდარულმა ჟიუსტ ფონტენმა, რომელსაც იმ მუნდიალზე 13 გოლი დაუგროვდა. ეს რეკორდია ერთ ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით და ალბათ, ვერც მოიხსნება...

შემდეგი ორი დაპირისპირება კი ნახევარფინალებში შედგა. ბევრი სპეციალისტის აზრით, მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო მატჩი 1982 წელს სევილიაში გაიმართა, როცა იუპ დერვალის გაწვრთნილმა გერმანელებმა, როგორც იტყვიან, პირიდან გამოაცალეს გამარჯვება მიშელ იდალგოს რომანტიკულ ნაკრებს.

გფრ-საფრანგეთი 3:3 (პენ 5:4)

გოლები: 1:0 ლიტბარსკი (18), 1:1 პლატინი (27 პენ), 1:2 ტრეზორი (92), 1:3 ჟირესი (98), 2:3 რუმენიგე (103), 3:3 ფიშერი (107).

არ არსებობს სტაჟიანი გულშემატკივარი, რომელსაც ეს მატჩი დაავიწყდება. დამატებით დროში, როცა ფრანგები იგებდნენ, სიცხიანი კარლ-ჰაინც რუმენიგე შევიდა მინდორზე და გადამწყვეტი როლი შეასრულა. რუმენიგემ თავად ურთულესი პოზიციიდან გაიტანა გოლი, შემდეგ კი დადგა კლაუს ფიშერის ჯერი, რომელმაც მაკრატელათი გაათანაბრა ანგარიში.

პენალტების სერიაში პირველად გერმანელმა ული შტილიკემ გააცუდა დარტყმა და "მამლები" აქაც ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ტონი შუმახერმა ჯერ დიდიე სიქსს, შემდეგ კი მაქსიმ ბოსის აუღო. და როდესაც ამბობენ, გერმანელების მსგავსად არავის შეუძლია თამაშის შემოტრიალებაო, უპირველესად სწორედ ეს მატჩი იგულისხმება. სხვებიც, მაგრამ ის, რაც მათ სევილიაში გააკეთეს, ყველაფერზე მაღლა დგას.

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თქვა კიდეც, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ არ გავა დღე, სევილიაში ჩატარებული თამაში რომ არ გამახსენდეს და უსიამოვნო შეგრძნება არ დამეუფლოსო.

კიდევ, იმ მატჩის დროს იყო ეპიზოდი, როცა მთელი სტადიონი დადუმდა ტრაგედიის მოლოდინში. შუმახერმა გამოსვლისას, საჯარიმოს მისადგომებთან ფრანგ პატრიკ ბატისტონს მუხლი სახეში გამეტებით მიარტყა, საშინელი საყურებელი იყო ის მომენტი და ბატისტონი 2-3 წუთი უგონოდ იწვა მინდორზე. მსაჯმა შუმახერი დაინდო და არ გააძევა - დღეს ასეთი შემთხვევა რომ მომხდარიყო, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია გარანტირებული იქნებოდა.

და მორიგი დაპირისპირება: 1986 წელს, მექსიკაში, ისევ ნახევარფინალში. დასაწყისშივე, რუდი ფიოლერმა დააწინაურა გერმანელები, ამის შემდეგ კი ფრანგები ძალიან ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლს ვერ ეღირსნენ და ბოლო წუთზე ისევ ფიოლერმა იმარჯვა, რომელმაც ჟოელ ბატს თავზე გადაუგდო ბურთი – 2:0 და გერმანელები ფინალში გავიდნენ.

თუმცა, 1982 და 1986 წლებშიც, გერმანიას ფინალში მარცხი ელოდა.

ბოლოს ეს ნაკრებები 2013 წლის 6 თებერვალს, პარიზის "სტად დე ფრანსზე" შეხვდნენ ერთმანეთს და იოაჰიმ ლიოვის გუნდმა 2:1 მოიგო. პირველი ტაიმის ბოლოს "მამლები" ვალბუენამ დააწინაურა, მეორე ნახევრის დასაწყისში მიულერმა გაათანაბრა, ხოლო 74-ე წუთზე ხედირამ გადამწყვეტი გაიტანა.

4 ივლისი. 20:00. რიო დე ჟანეირო. "მარაკანა"

საფრანგეთი-გერმანია

სავარაუდო შემადგენლობები:

საფრანგეთი; ლორისი, დებიუში, კოსიელნი, ვარანი, ევრა, კაბაი, პოგბა, მატუიდი, ვალბუენა, ბენზემა, ჟირუ.

გერმანია: ნოიერი, ლამი, მერტესაკერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი, შურლე, მიულერი.

მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.03939